ნაზიმ ბეიკიშიევი
ნაზიმ ზოჰრაბ ოღლი ბეიკიშიევი (აზერ. Nazim Bəykişiyev დ. 29 ივნისი, 1948, ბაქო) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი (2006), თეატრისა და კინოს მხატვარი.
ნაზიმ ბეიკიშიევი | |
---|---|
დაიბადა | 29 ივნისი, 1948 (76 წლის) |
დაბადების ადგილი | ბაქო |
ბიოგრაფია
რედაქტირებანაზიმ ბეიკიშიევი მუშაობდა ბაქოს სახელმწიფო სამხატვრო გალერეაში. 1970-1975 წლებში ჩაირიცხა მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის თეატრალური ხელოვნების ფაკულტეტზე და სწავლობდა სსრკ სახალხო არტისტის სერგეი ობრაზცოვის კლასში. ამ საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქალაქ ორჯონიკიძეში თოჯინების თეატრსა და რუსულ დრამატულ თეატრში რეჟისორად. მოგვიანებით მუშაობდა პროდიუსერად და მთავარ მხატვრად გ. არაბლინსკის სახელობის სუმგაითის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში, აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიურ მუსიკალურ და აზერბაიჯანის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.[1]
2001-ლი წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი. სპექტაკლების დიზაინერიც გახლდათ, მათ შორის ო. იოსელიანის „ურემი გადაბრუნებამდე“.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nazim Bəykişiyev. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-11. ციტირების თარიღი: 2021-01-21
- ↑ BƏYKİŞİYEV Nazim Zöhrab oğlu. ციტირების თარიღი: 2018-07-06