ნაზიმ შამილ ოღლუ აჰმედლი (აზერ. Əhmədli Nazim Şamil oğlu; დ. 1 მაისი, 1953, ლაჩინის რაიონი) — აზერბაიჯანელი პოეტი, მწერალი, თარჯიმანი. 1986 წლიდან აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი.

ნაზიმ აჰმედლი აზერ. Nazim Əhmədli
აზერ. Əhmədli Nazim Şamil oğlu
სრული სახელი აზერ. Əhmədli Nazim Şamil oğlu
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1953 (69 წლის)
დაბადების ადგილი ლაჩინის რაიონი, სოფ. აჰმედლი, სსრკ
საქმიანობა პოეტი, ჟურნალისტი, რედაქტორი, თარჯიმანი
ენა აზერბაიჯანული
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
ალმა-მატერი Shusha Agriculture Technical School და მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი
ჯილდოები "Lachin" badge და Ziyadar award
საიტი nazimehmedli.blogspot.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნაზიმ შამილ ოღლუ აჰმედლი დაიბადა 1953 წლის 1-ლ მაისს ლაჩინის რაიონში, სოფელ აჰმედლიში. საშუალო სკოლა დაამთავრა ლაჩინში, 1971-1974 წლებში სწავლობდა შუშას სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში, 1974-1976 წლებში მსახურობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო სამსახურში.

1970-იანი წლების ბოლოდან მისი ლექსები იბეჭდებოდა ბეჭდვით მედიაში.

1981 წელს ჩაირიცხა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტის პოეზიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ბაქოში და მუშაობდა აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის განყოფილების უფროსად.

1993-1996 წლებში მსახურობდა სამხედრო ჟურნალისტად აზერბაიჯანის არმიაში. როგორც სამხედრო ჟურნალისტი ყარაბაღის ომის მონაწილეა[1][2].

მუშაობდა მასწავლებლად ნარიმანოვის რაიონის ეკოლოგიურ ლიცეუმში, შემდეგ მუშაობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე პროფესორად[3].

აჰმედლი არის შემდეგი წიგნების ავტორი: „ცხოვრების სიყვარული“, „ჩემი სული შენი იქნება“, „სიყვარულის ღმერთი“, „მე ცოდვილი მაცნე ვარ“. ლექსები: „მაპატიე", „ღაზალები“, „ჩემო გენერალო“. ის ასევე არის მხატვრულ-დოკუმენტური სიუჟეტისა და მოთხრობების ავტორი: „გაღიმებული გოგოები“, „მოლა-აჰმედლი მოლაჰმედლიდან“[4].

მისი ლექსები რეგულარულად იბეჭდება აზერბაიჯანულ პრესაში და ითარგმნება რუსულ, ჩეჩნურ და გერმანულ ენებზე. არის სკანდინავიის ქვეყნებთან კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობის საზოგადოებრივი გაერთიანების თავმჯდომარე. ამჟამად მუშაობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კინო და ფოტოდოკუმენტების სახელმწიფო არქივის დირექტორის მოადგილედ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება