ნავაჰო
ნავაჰო (ნავაჰოს ენაზე — Diné ან Naabeehó) — ინდიელი ხალხი, რომლებიც უმთავრესად აშშ-ს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ნავაჰოს ენა მიეკუთვნება ატაბასკურ ენებს. ნავაჰო — ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ინდიელი ხალხი — დაახლოებით 311 ათასი ადამიანი (2015 წელი).
დემოგრაფია და ენა
რედაქტირებანავაჰოს მოსახლეობა 1864 წლის ინფორმაციით იყო დაახლოებით 16 000_დან 20 000-მდე. ისინი თანდათან იზრდებოდნენ და 1945 წლის მონაცემებით მათი მოსახლეობა იყო სადღაც 55 000. 1988 წლის მონაცემებით კი მათმა რიცხვმა დაახლოებით 200 000 მიაღწია.[1] ნავაჰოლების ენა არის აპაჩების ენის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც თავის მხრივ ათაბასკური ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია.[1]
კულტურა
რედაქტირებააპაჩესა და ნავაჰოს (Navajo) წინაპრებმა უახლოესი ათასი წლის განმავლობაში, შეიცვალეს საცხოვრებელი ადგილი. მანამდე ისინი ცხოვრობდნენ ახლანდელი კანადისა და ალასკის დასავლეთ მხარეში და გადავიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მათ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ნადირობა მაგრამ ნავაჰოელებისათვის ეს მეტწილად მიწათმოქმედება იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ეძებდნენ ადგილს, რომელიც იქნებოდა მათთვის ყველაზე უკეთ მორგებული, საბოლოოდ გადაწყვიტეს ზემოდხსენებულ ადგილას დასახლებულიყვნენ, თუმცა ეს ტერიტორია გამოირჩეოდა მკაცრი გარემოთი, რომელიც უდაბნოს ტიპის ქვიშიანი ადგილი იყო. აქ იშვიათად და ზოგან საერთოდ არ მოიპივებოდა წვნიანი მცენარეები, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მცირე ნალექიანობა იყო. თითოეულ არსებას, როგორც ცხოველური ისე მცენარეული წარმოშობისას, უხდებოდა შეგუება მოცემულ გარემოსთან. გამონაკლისი არც ადამიანები ყოფილან. ბუნებრივია, გარემოს ცვლილება და მასთან შეგუების პროცესი რაღაც გავლენას ახდენს თავად ამ ადამიანთა კულტურაზე, ამას მოჰყვა გარკვეული წესების ერთობლიობის და რიტუალური ჩვეულებების შემოღება, ცვლილება. რა თქმა უნდა აქაც გვხვდება ასეთი სიახლეები კულტურული განვითარების თვალსაზრისით.[1][2]
ზემოდხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, კულტურული ანთროპოლოგები ნავაჰოს ხალხის აღსაწერად, ძირითადად, ამახვილებენ ყურადღებას დროის იმ მომენტიდან, როდესაც მოხდა მათი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასვლა. მათ უნდა ეშოვათ საკვები, მორგებოდნენ მკაცრ კლიმატურ პირობებს, ეპოვნათ თავშესაფარი და სხვა, ამ ყველაფერმა კი მათი ყოველდღიური ჩვევების ცვლილება გამოიწვია. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ნავაჰოს კულტურისა არის ქვიშის მხატვრობა, რომელიც დღესდღეობით ძალიან პოპულარულია და ითვლება ხელოვნების მნიშვნელოვან ნაწილად.[2][3]
ქვიშის ნახატები
რედაქტირებადღესდღეობით უამრავ ადამიანს ვერ გაურკვევია ნავაჰოელებისათვის ქვიშის მხატვრობა ხელოვნების ნიმუშია თუ რელიგიური ცერემონიის ნაწილი, მაგრამ ყველა თანხმდება ერთ საკითხზე, ის ყველაფერი კულტურის ნაწილია, იმ კულტურისა, რომელიც ნაწილობრივ გარემო პირობებმა ჩამოაყალიბა, მათმა თავიანთი რწმენა-წარმოდგენები გარემოსთან შერწყმით შექმნეს.[4]
მათთვის რა მნიშვნელობა აქვს ამ ნახატებს? ნახატების შესრულება რატომ ხდებოდა ქვიშის გამოყენებით და არა ჩვეულებრივი, ტრადიციული გზით? კიდევ სხვა უამრავი კითხვა გაუჩნდება ამ კულტურით დაინტერესებულ ადამიანს. პირველ რიგში, აუცილებელია ახსნილ იქნას მათი მნიშვნელობა. ქვიშის ნახატების დამზადება დაკავშირებული არის თავად ადამიანთა ჯანმრთელობის აღდგენასთან და მათი საშუალებით განკურნების ცერემონიის შესრულებასთან. მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ ნახატის შესრულება ყველას არ შეუძლია, იმიტომ რომ მას რელიგიური მნიშვნელობა გააჩნია. ეგრეთ წოდებული ნავაჰოელ „მომღერალს“ (singer) აქვს უფლება შექმნას ნახატი ასისტენტების დახმარებით. ეს „მომღერლები“ ძირითადად მამაკაცები არიან და იშვითად ქალები. ასეთი ნახატები სხვადასხვაგვარია ზოგი მცირე ზომის არის ზოგი კი საკმაოდ დიდია. მათი ზომა და სხვადასხვა მახასიათებელი დამოკიდებულია თავად დაავადების ტიპზე. აქ არის დაახლოებით 1000 ქვიშის ნახატი და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ერთი და იმავე ნახატს ზუსტად ერთი და იმავე გზით აკეთებენ.[2]
ნახატის შექმნის პროცესი
რედაქტირებათავდაპირველად პროცესი იწყება სხვადასხვა ფერის ქვის შეგროვებით, შემდეგ მათ ფქვავენ და „მომღერალი“ არჩევს ადგილს სადაც ქვიშის ნახატს დაამზადებს. ასეთი ადგილი, ძირითადად, არის მათი ეგრეთ წოდებული ქოხის ტიპის სახლი, ხის მორებისაგან ან უფრო ხშირად წნელისაგან აგებული და თიხის გამოყენებით გამაგრებული საცხოვრებელი სახლი. შემდეგ იწყება უშუალოდ ნახატის დამზადება. სხვადასხვა ფერის ქვის ფხვნილის გამოყენებით ნახატი იქმნება უშუალოდ „მომღერლის“ მეთვალყურეობის ქვეშ. ნახატი შეიძლება იყოს სულ რაღაც რამდენიმე ათეული სანტიმეტრი სიგანის, რომელიც დამზადებასაც მცირე ადამიანთა რაოდენობა სჭირდება და ასევე ერთი ან რამდენიმე საათი, ან კიდევ, შესაძლოა ის იყოს რამდენიმე მეტრი სიგანის და მას დასჭირდეს ათეული ადამიანის რესურსი დასასრულებლად და წაიღოს მთელი დღე.
ნახატის შექმნის მიზანი
რედაქტირებაახლა ცოტა რამ ვთქვათ თავად გამოჯანმრთელების ცერემონიაზე. ნახატის დასრულების შემდეგ ადამიანი ვისი გამოჯანმრთელებისთვისაც შესრულდა ნახატი, მოძრაობს მასზე და ჯდება ცენტრში. ეს ყველაფერი მათი წარმოდგენით განასახიერებს „ადგილს, სადაც ღმერთები მოდიან და მიდიან“, ეს ყველაფერი კი ემსახურება იმას, რომ ყოველგვარმა უბედურებამ დატოვოს ადამიანის სხეული და მასში დაბრუნდეს კეთილდღეობა. ამის შემდეგ, ეს ადამიანი, სავარაუდოდ, უკვე გამოჯანმრთელებული ტოვებს ნახატს, შემდეგ კი სხვები ქვიშას წაისმევენ საკუთარ სხეულზე, ისინი ფიქრობენ, რომ ამ ქცევით თავიანთ სხეულშიდაც აძლიერებენ კეთილდღეობის განცდას. როდესაც ეს ცერემონია დასრულდება აუცილებელია ნახატი განადგურდეს და დაუბრუნდეს ბუნებას, ისინი ნახატს ანადგურებენ იმ მიმართულების საწინააღმდეგოდ, რომელი მიმართულებითაც იქმნებოდა ის.
„მომღერლები“
რედაქტირებადღესდღეობით ნავაჰოელებში „სინგერები“ არ არიან იმ პროპორციით, რა პროპორციითაც იყვნენ ადრე. ამის რამდენიმე მიზეზს გამოყოფენ: უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ ის, რომ მეცადინეობა ადამიანისა, რომელიც შემდეგ „სინგერი“ უნდა გახდეს, მოიცავს, როგორ უკვე ვთქვით, დაახლოებით 1000 ქვიშის ნახატის დამახსოვრებას, ამ ყველაფერს კი ართულებს უნიკალური შესრულების წესი, კონკრეტული ნახატის ერთი და იმავე შესრულების წესი. შემდეგი და მეტად თავისებური მეცადინეობის სტილი არის ინგივიდუალური სწავლება, ანუ ერთ ჯერზე, მხოლოდ ერთ სტუდენტს შუძლია აითვისოს მოცემული პროფესია. კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტი არის, მრავალწლიანი სწავლება, რომელიც შესაძლოა 15 წელსაც კი გაგრძელდეს. ზემოდხსენებული მიზეზები მნიშვნელოვნად ამცირებს იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც მომავალში „მომღერლები“ უნდა გახდნენ, რათა მოიპოვონ უფლება ანსეთი ნახატების შესასრულებლად.
რელიგია თუ ხელოვნება
რედაქტირებაროგორც უკვე ვისაუბრეთ, ნავაჰოს ქვიშის მხატვრობა არ წარმოადგენს ხელოვნების მუდმივ ნიმუშს, თუმცა თავად ნავაჰოელების გარკვეული ნაწილი სულაც უარყოფს ასეთი ნახატების რაიმე საერთოს ქონას ხელოვნებასთას. XX საუკუნის დასაწყისიდან იწყება არა დროებითი არამედ მუდმივი ქვიშინ ნახატების გამოჩენა. ამავე საუკუნის 30-ანი წლებიდან აქტიურად იწყება წებოთი დაფარულ ფიცრისა და ფერადი ქვიშის ფხვნილის საშუალებით მუდმივი ქვიშის ნახატის შექმნა, რომლებსაც შესაძლოა ხელოვნების მუზეუმებში წავაწყდეთ.
ნავაჰოელები მიიჩნევენ, რომ თუ ხელოვანი გააკეთებს ზუსტ ასლს ქვიშის ნახატის ორიგინალისა, რაღაც ცუდი აუცილებლად მოხდება. ამიტომ ისინი ამ უბედურების თავიდან ასაცელებლად იყენებენ შემდეგ ხერხს: გობელინზე შესრულებული ნახატი ზუსტ ასლს არ წარმოადგენს იმ ნახატისა, რომელსაც ისინი განკურნების ცერემონიის ჩასატარებლად იყენებენ, ანუ ის მცირედით მაინც არის შეცვლილი. ერთ-ერთი ნავაჰოელი „მომღერალი“ ჰოსტინ კლაჰი დაკავებული იყო მსგავსი საქმიანობით, ერთხელაც მას ტურისტმა სთხოვა მისთვის დაემზადებინა „მუდმივი ნახატი“, რაზეც საბოლოოდ დათანხმდა, მაგრამ მყიდველს სთხოვა, „რომ არასოდეს არ დაედო იატაკზე და არ გაევლო მასზე“.[2]
ხელოვნება, ზეიმი
რედაქტირებანავაჰოელებს ასევე ახასიათებთ ხელოვნებისათვის სხვადასხვა საინტერესო ნივთის შექმნა. მათ აქვთ სხვადასხვა დღესასწაულები და ისინი ძირითადად რაღაც კონკრეტულ საქმიანობას ეწევიან, რომელიც ამ დღისათვის არის მიძღვნილი. მათ აქვთ ამ კულტურისათვის დამახასიათებელი: პოეზია, სიმღერები სამოსი და უამრავი სხვა. ნავაჰოელებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია აღნიშვნა დღის, როდესაც მასშტაბურად მიმდინარეობს მზადება ხალიჩებისა და ფარდაგების, რომლებსაც ქალები ამზადებენ, ასევე ისინი ქმნიან „მშრალ ნახატებს, რომელიც ნამდვილად რთული ჩანაფიქრისაა, თავისი შესრულბის ტექნიკიდან გამომდინარე. ასეთი ნახატების შექმნა იმითაც არის საინტერესო, რომ ისინი ცერემონიის დასრულებისთანავე ნადგურდებიან. თუმცა აქ არის ისეთი ნახატები, რომლებიც არ ნადგურდება და წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ „მუდმივ ნახატებს“.[1]
წარმოდგენები იმქვეყნიურ ცხოვრებაზე
რედაქტირებაზოგადად ნავაჰოელები ძალიან შეშინებულები არიან ადამიანის სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის თემაზე. მათი აზრით გარდაცვლილი ადამიანი სასწრაფოდ უნდა დაიკრძალოს ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, რომელზეც დასწრება, დაკვირვება, შეუძლიათ ახალგარდაცვლილი ადამიანის ახლო ნათესავებს. ამდენად მათი შეხედულება იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ არ არსი ფორმირებული, მას არ აქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე. ასევე მათ არ აქვთ კონკრეტული იდეა იმქვეყნიური სასჯელისა და დასაჩუქრების შესახებ. ნავაჰოელები არიან ერთ-ერთი დიდი ჯგუფი ადგილობრივი ამერიკელებისა, რომელსაც საკუთარი ენა და უამრავი მახასიათებლები გააჩნიათ და ეს არის ხალხი, რომელთა კულტურა ანთროპოლოგების მიერ არსი საკმაოდ კარგად შესწავლილი.[1]