ელიზბარ ნადარაია
ელიზბარ ნადარაია (დ. 17 აპრილი, 1936, ხობის რაიონი, სოფელი ხიბულა) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი.
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა– მათემატიკის ფაკულტეტი.
1964–1966 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1966–1973 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი და შემდეგ განყოფილების გამგე; 1973–1978 წლებშ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილების გამგე; 1978–1986 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის დოცენტი და შემდეგ პროფესორი, ხოლო 1986 წლიდან ამავე კათედრის გამგე. 1964 წლიდან არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი (მოსკოვი); 1981 წლიდან ფიზიკა მათემატიკის დოქტორი, რომანოვსკის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი (ტაშკენტი). 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის მიმართულების სრული პროფესორი.
2001 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
1990 წელს მიიღო ილია ვეკუას სახელობის პრემია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფიული ლექსიკონი — ელიზბარ ნადარაია — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა