ნაგომევის წითელი ხატის ეკლესია
ნაგომევის წითელი ხატის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომევში. დათარიღებულია გვიანი შუა საუკუნეებით.
სოფლიდან 2 კმ-ზე, მთაში მდებარე დარბაზული ეკლესიის კედლები შემორჩენილია 1 მეტრის, ზოგან უფრო ნაკლებ სიმაღლეზე. ძეგლი გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით ასევე სწორკუთხა საკურთხეველი აქვს.
შესასვლელი ღიობი სამხრეთ კედელში უნდა ყოფილიყო, კედლების დაზიანების გამო სარკმლების კვალი არ იკითხება.
სამშენებლო მასალად გამოყენებულია დიდი ზომის რიყის ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 146