ნაგომევის მთისჯვარის ეკლესია
ნაგომევის მთისჯვარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომევში. ეკლესია განვითარებულია შუა საუკუნეებში, კარიბჭე აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.
სოფლიდან ჩრდილოეთით 2 კმ-ზე მდებარეობს დარბაზული ეკლესია, რომელსაც მოგვიანებით სამხრეთ ფასადზე მიაშენეს კოშკი, ამ უკანასკნელს კი კარიბჭე. ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია გარეთ თაღოვანი, შიგნით არქიტრავული სარკმელი. საკურთხეველში შემორჩენილია სფერული კონქის სამხრეთი ნაწილი. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობოდა. ჩრდილოეთით მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი.
საკურთხევლის წინ გვიანდელი ქვის კანკელის სამხრეთი ნაწილია. ეკლესიის თაღოვანი კარი სამხრეთითაა. კარიბჭე ამოვსებულია ქვა-ღორღით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 147