ნაგომევის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომევში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

მთისჯვარის ეკლესიის სამხრეთ კედელზე მიჯრილი ორსართულიანი კოშკი გეგმით ოთხკუთხაა. კოშკის კედლების წყობაში ჩატანებულია ეკლესიის მოჩუქურთმებული ქვები. პირველი სართულის გადახურვა კამაროვანია, აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო სარკმელი, რომლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. კოშკის გრძივ კედლებში მოთავსებულია შესასვლელი ღიობები, რომელთაგან ერთი მათგანი ეკლესიას უკავშირდება, სამხრეთისა კი, კარიბჭეს. სამხრეთის შესასვლელის არქიტრავზე ბოლნური ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა, ხოლო კარის თავზე ჩასმულია დიდი ზომის კვადრი, რომელზეც აყვავებული ჯვარია გამოსახული. ჯვრის მკლავები მორთულია გეომეტრიული წნულით. კოშკის მეორე სართულის სამხრეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია. ძეგლმა ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი და რიყის ქვა, მარკანტული ნაწილებისთვის კი თლილი კვადრებია გამოყენებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 147-148