მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია

მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია1974-1992 წლებში არსებული ქართული მთარგმნელობითი დაწესებულება, შექმნილი თბილისში ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწე ოთარ ნოდიას თაოსნობით.

კოლეგიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებების თარგმნა ქართულად და ქართულისა მსოფლიო ხალხთა ენებზე.

მთარგმნელთა კოლეგიის მუშაობის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად იმთავითვე იქცა კავკასიის ხალხთა ლიტერატურული მემკვიდრეობის ათვისება.

1977 წლიდან მთარგმნელთა კოლეგიის კავკასიურმა განყოფილებამ, რომელსაც ენათმეცნიერი თამარ უჯუხუ ედგა სათავეში, ოთარ ნოდიას უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო ჩრდილო კავკასიის ხალხთა ფოლკლორის მრავალტომეულზე მუშაობა, რომელიც ჩრდილო კავკასიის მეცნიერებთან ერთად ხორციელდებოდა.

1990 წლისათვის უკვე მზად იყო ადიღური ფოლკლორის ტომი, რომლის მოცულობაც 1000 გვერდამდე აღწევდა. მრავალტომეულის კონცეფციის მიხედვით ფოლკლორული ტექსტები სამ ენაზე იყო წარდგენილი: ორიგინალის ენაზე, ქართულად და რუსულად.

1990 წელს საქართველოში არსებული რთული პოლიტიკურ ვითარებისას ორგანიზაცია დაშლილ იქნა „მწერალთა კავშირის“ მიერ.

1992 წელს მთარგმნელთა კოლეგიის ერთი ნაწილი ახალ ორგანიზაციად გადაკეთდა და ძველი საქმიანობა განაგრძო, ხოლო მეორე ნაწილისაგან ჩამოყალიბდა საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი — „კავკასიური სახლი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რ. ჯანაშია, „უბიხური ფოლკლორი“, (კავკასიური სახლი), თბ., 2001