მცირე ქარავან-სარაი
მცირე ქარავან-სარაი ანუ ხანის ქარავან-სარაი — ქარავან-სარაი, რომელიც განლაგებულია ბაქოს ისტორიულ ნაწილში, იჩერი-შეჰერში, ჰაგიტატ-რზაევას ქუჩაზე. 2001 წლის 2 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილების საფუძველზე ორსართულიანი ქარავან-სარაი დარეგისტრირდა როგორც ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი.[1]
მცირე ქარავან-სარაი აზერ. Kiçik karvansaray | |
---|---|
მდებარეობა | ბაქო, აზერბაიჯანი |
ტიპი | ქარავან-სარაი |
სტილი | შირვან-აბშერონის არქიტექტურის სკოლა |
თარიღდება | XV საუკუნის დასასრული - XVI საუკუნის დასაწყისი |
მდგომარეობა | ისტორიული ძეგლი |
ხანის ქარავან-სარაი აშენდა XV—XVI საუკუნეებში. თავისი დაგეგმარებით ქარავან-სარაი წარმოადგენს ოთხკუთხედს. შიგნით მას გააჩნია მართკუთხა ფორმის ეზო მოჭრილი კუთხეებით. ასევე მისი ეზო შემოფარგლულია აივნით, რომლის უკანაც განლაგებულია ოთახები.
ხანის ქარავან-სარაის ჩრდილოეთით და სამხრეთით განლაგებულია ორი გამჭოლი შესასვლელი, რომელიც აერთიანებს სანაპიროს და სავაჭრო ქუჩას. შესასვლელები გაფორმებულია პორტალის ფორმის კომპოზიციებით. შუა საუკუნეებში შესასვლელი იყო ზღვის მხრიდან. სამხრეთიდან ქარავან-სარაის გააჩნია თავდაცვითი ნაგებობები. ისტორიკოსების აზრით, ქარავან-სარაიში ფუნქციონირებდა მედრესე, რომელიც შეიოდა ჯამალეს კომპლექსში და კელიები განკუთვნილი იყო სტუდენტებისათვის, რომელნიც სწავლობდნენ მედრესეში.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Azərbaycan Respublikası ərazisində dövlət mühafizəsinə götürülmüş daşınmaz tarix və mədəniyyət abidələrinin əhəmiyyət dərəcələrinə görə bölgüsünün təsdiq edilməsi haqqında Azərbaycan Respublikasi Nazirlər Kabinetinin qərarı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 14 March 2018.
- ↑ Фатуллаев-Фигаров Ш.С.. Архитектурная энциклопедия Баку. — Баку: Шарг-Гарб, 2013. — 544 с. — ISBN 978-9952-32-020-6.