მშველიეთის წმინდა ელიას სამლოცველო

მშველიეთის წმინდა ელიას სამლოცველო — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მშველიეთში. აგებულია შუა საუკუნეებში. სოფლის ჩრდილოეთით მდებარეობს კირქვის ლოდებით ნაგები, სწორკუთხა გეგმის მცირე სამლოცველო. სწორკუთხა საკურთხევლის ცენტრში გაჭრილია სარკმელი. ნაგებობაში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. აღმოსავლეთი კედლის სიმაღლე 1,5 მეტრია. იქვე ხატის სამხრეთით მცირე ნიშაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 144-145