მშველიეთის ეკლესია
მშველიეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მშველიეთში. აგებულია გარდამავალ შუა საუკუნეებში.
ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქედის დასასრულში. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან აქვს გვიანდელი მინაშენები. მინაშენთა სახურავები ჩაქცეულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. დარბაზს შემოუყვება ერთსაფეხურიანი ხარისხი. საკურთხეველი დარბაზიდან გამიჯნულია ერთსაფეხურიანი მხრებით. დგას ტრაპეზის ქვა. ეკლესიის ინტერიერი განათებულია დასავლეთიდან და საკურთხევლის სარკმლიდან. იატაკი აყრილია. ბათქაში შიგნიდანაც და გარედანაც აყრილია. კარ-სარკმელი არქიტრავულია, კარნიზი სწორკუთხა; დეკორი არ არის.
სამშენებლო მასალად გამოყენებულია კირქვა და კირის ხსნარი. გადახურულია ფიქალის ფილებით.
ეკლესიაში ხატობა იმართება აღდგომიდან 7 ან 9 კვირის შემდეგ, 24 ივნისს (ხალარჯობა).
ეკლესიის კედლები დაბზარულია და დეფორმირებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 142