მშენებლობის და მართვის სიმულატორი
მშენებლობის და მართვის სიმულატორი (ინგლ. Construction and management simulation, შემოკლებით CMS)[1] — ვიდეო თამაშების ჟანრი, სიმულატორის ერთ-ერთი სახეობა, სადაც მოთამაშეები ქმნიან, აფართოებენ ან მართავენ გამოგონილ საზოგადოებებს ან პროექტებს შეზღუდული რესურსების ფარგლებში.[2] სტრატეგიული თამაშები, როგორც წესი, მოიცავენ ამ ჟანრის ასპექტებს ეკონიმიკის მიმართულებით, რამდენადაც მოთამაშეებმა უნდა მართონ რესურსები თავიანთი პროექტების გასავითარებლად. თუმცა წმინდა წყლის CMS თამაშები სტრატეგიული თამაშებისგან განსხვავდებიან, იმით რომ „მოთამაშის მიზანს წარმოადგენს არა მტრის დამარცხება, არამედ რაიმეს შენება მიმდინარე პროცესის კონტექსტში. ამ კატეგორიის თამაშებს ხშირად მოიხსენიებენ „მართვის სიმულატორებად“".[3][4][5]
„SimCity“-ის ასახელებენ ამ ჟანრის ერთ-ერთ ადრეულ წარმატებულ მაგალითად. CMS-ის ქვეჟანრებად ითვლება: ქალაქის მშენებლობის სიმულატორი („Caesar“, „Dwarf Fortress“), ბიზნესის სიმულატორი („Capitalism“) და მთავრობის სიმულატორი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მშენებლობის და მართვის სიმულატორი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rollings, Andrew (2003). Andrew Rollings and Ernest Adams on Game Design. New Riders Publishing, გვ. 417–441. ISBN 1-59273-001-9. ციტირების თარიღი: 2017-09-17. დაარქივებული 2008-09-15 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Wolf, Mark J. P. (2002). The Medium of the Video Game. University of Texas Press. ISBN 0-292-79150-X.
- ↑ Emperor: Rise of the Middle Kingdom for PC. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-30. ციტირების თარიღი: 2007-11-16.
- ↑ Beers, Craig. (2004-03-18) School Tycoon for PC Review. GameSpot. ციტირების თარიღი: 2007-11-16.
- ↑ Ward, Trent C.. IGN: Zeus: Master of Olympus Preview. IGN (2000-10-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-05. ციტირების თარიღი: 2007-11-16.