მფრინავი შოტლანდიელი

„მფრინავი შოტლანდიელი“ (ინგლ. Flying Scotsman) — სამგზავრო ექსპრეს მატარებლის სერვისი, რომელიც ინგლისისა და შოტლანდიის დედალაქებს შორის 1862 წლიდან დადის. მას ამჟამად მატარებლების საოპერატორო კომპანია East Coast ხელმძღვანელობს.

„მფრინავი შოტლანდიელის“ ექსპრეს მატარებელი 1928 წელს. გამწევი ლოკომოტივია A1 კლასის ნ. 2547 Doncaster

East Coast Main Line-ი რომელზეც მფრინავი შოტლანდიელი მოძრაობდა, XIX საუკუნეში პატარა სარკინიგზო კომპანიების მიერ აშენდა, მაგრამ შერწყმებმა და შესყიდვებმა მხოლოდ სამი კომპანიის კონტროლ ქვეშ დატოვა ეს ხაზი, ეს კომპანიები იყვნენ: North British Railway, North Eastern Railway და Great Northern Railway. 1860 წელს ამ სამმა კომპანიამ დააარსა East Coast Joint Stock (აღმოსავლეთ სანაპიროს ერთობლივი ფონდი), მომსახურებისას კი კომპანიები საერთო გადამყვან საშუალებებს იყენებდნენ. სწორედ ამ შეთანხმებით დაედო საფუძველი მფრინავი შოტლანდიელის გაჩენას.

  • მფრინავი შოტლანდიელი წარმოადგენს მატარებელს, რომელსაც ყველაზე დიდი ხნის მანძილძე (1862 წლიდან) არ შეუცვლია თავისი დასახელება და მარშრუტი[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ელმავალ მშენებელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-10. ციტირების თარიღი: 2014-05-02.