მუჰამად აჰმადი (არაბ. محمد أحمد المهدي; დ. 12 აგვისტო, 1844 — გ. 22 ივნისი, 1885) — სუდანის რელიგიური ლიდერი, რომელმაც 1881 წლის 29 ივნისს თავი მაჰდიდ გამოაცხადა. ეს მოხდა პერიოდში როდესაც სუდანი მოქცეული იყო ოსმალური–ეგვიპტის მმართველობის ქვეშ და მოსახლეობა შევიწროვებული იყო არსებული რეჟიმით. აჰმადის დაარსებულ მოძრაობას ეწოდებოდა მაჰდია და ის სათავეს იღებდა ისეთი პურიტანული ისლამისტური მოძრაობებისგან როგორიცაა ვაჰაბიზმი.

მუჰამად აჰმადი
მაჰდისტი აჯანყებულების კონტროლირებადი ტერიტორია 1885 წელს.

ის 1881 წლიდან 1885 წელს გარდაცვალებამდე ატარებდა წარმატებულ სამხედრო კამპანიას ოსმალურ–ეგვიპტური მმართველობის წინააღმდეგ. ამ პერიოდში შეიქმნა თეოლოგიური და პოლიტიკური დოქტრინები რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობდნენ მისი მიმდევრები – ანსარები.

აჰმადი ხარტუმის აღებიდან 6 თვეში, 1885 წლის 22 ივნისს მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ მაჰდისტური სახელმწიფოს ლიდერი გახდა აჰმადის მთავარი მოადგილე აბდალაჰი იბნ მუჰამადი გახდა.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

აჰმადის სიკვდილის შემდგომ დაბადებული შვილი აბდ ალ-რაჰმან ალ-მაჰდი გახდა ნეო–მაჰდისტური მოძრაობის ლიდერი ანგლო-ეგვიპტურ სუდანში.[1] მიუხედავად ამისა სუდანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინგლისელებმა მის გამეფებას მხარი არ დაუჭირეს.[2] 1956 წელს ალ–რაჰმანი გახდა პარტია უმას (ერი) სპონსორი.[3]

მუჰამად აჰმადი მიიჩნევა თანამედროვე სუდანის ნაციონალიზმის წინამორბედად, ხოლო პარტია უმა მისი იდეების გამტარებლად.[4] მათი ლიდერი იმამი სადიქ ალ-მაჰდი არის აჰმადის შვილთაშვილის შვილი.[5] სადიქ ალ-მაჰდი ორი ვადით (1966–67 და 1986-89) იყო სუდანის პრემიერ-მინისტრი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Mohamed Hassan Fadlalla, Short History of Sudan, iUniverse, (30 April 2004), ISBN 0-595-31425-2
  • Mohamed Hassan Fadlalla, The Problem of Dar Fur, iUniverse, Inc. (July 21, 2005), ISBN 978-0-595-36502-9
  • Mohamed Hassan Fadlalla, UN Intervention in Dar Fur, iUniverse, Inc. (February 9, 2007), ISBN 0-595-42979-3
  1. Stiansen, Endre; Kevane, Michael (1998) Kordofan invaded: peripheral incorporation and social transformation in Islamic Africa. BRILL, გვ. 23–27. 
  2. Warburg, Gabriel (2003). Islam, sectarianism, and politics in Sudan since the Mahdiyya. Univ of Wisconsin Press, გვ. 125. 
  3. Sayyid ʿAbd al-Raḥmān al-Mahdī. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 2011-08-23.
  4. Ummah party official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-03-15. ციტირების თარიღი: 2015-01-22.
  5. Gamal Nkrumah (15–21 July 2004). „Sadig Al-Mahdi: The comeback king“. Al-Ahram. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: February 1, 2011.