მუჯუხის წმინდა გიორგის ნაეკლესიარი
მუჯუხის წმინდა გიორგის ნაეკლესიარი — საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჯუხში. აგებულია შუა საუკუნეებში.
სოფლიდან ჩრდილოეთით 2 კმ-ზე, მაღალ მთაზე, ძველი ეკლესიის ადგილას, ადგილობრივ მოსახლეობას, ეკლესიისავე ქვებით აუგია გეგმით ოვალური ნაგებობა. მისი კედლების სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. წყობა მშრალია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. შესასვლელის მარცხნივ ჩამაგრებულია ორი ხის სარი, რომელზეც ზარი კიდია. მასზე მხედრული წარწერაა:
„ქ. შევწირე მუჯუხის წმინდა გიორგის ჩვენ ტატო სიოს ძე მელაძე ჩვენ სადღეგრძელოდ. წელს 1881.“
|
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 139-140