მუხურის თაფლი
მუხურის თაფლი კავკასიური მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაცია - აბორიგენული ჯიში - კარგად არის შემონახული სოფელ მუხურში. ფუტკარი შეგუებულია სკაში ცხოვრებას საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე. ამასთან, მას აქვს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხორთუმი და შეუძლია იმუშაოს მაშინაც, როდესაც ნექტარი მეტად მცირე რაოდენობით მოიპოვება. [1].
სკები მდინარე ხობის აუზშია განთავსებული. აქ ძირითადად იწარმოება ცაცხვის და წაბლის თაფლი. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, მუხურის თაფლს შოკოლადის არომატი დაჰკრავს.[1].