მუხრანის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანაში. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა (7X7,2 მ). ნაგებია უხეშად დამუშავებული ანდეზიტის ქვით და წყობის ჰორიზონტალობის მკაცრი დაცვით. ეკლესიის აღდგენისას ადგილ-ადგილ ბრტყელი აგურია ჩაყოლებული. დასავლეთიდან თაღოვანი შესასვლელი აქვს. ნახევარწრიული აფსიდა შვერილია და მხრითაა გამოყოფილი დარბაზისგან. სამხრეთის შემკლავებაში მეორადი გამოყენებით ჩადგმულია ზეთსახდელის მცირე ზომის ქვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39391