მუხთაროვის სასახლე

მუხთაროვის სასახლე (აზერ. Muxtarovun evi) — შენობა ბაქოში, მურთუზა მუხთაროვის ქუჩაზე.

მუხთაროვის სასახლე
აზერ. Muxtarovun evi
მდებარეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
არქიტექტორი იოზეფ პლოშკო
სტილი ფრანგული გოტიკა
თარიღდება 1912

სასახლე 1911-1912 წლებში აშენდა მენავთობე მილიონერი ქველმოქმედის მურთუზა მუხთაროვის დაკვეთით. შენობის არქიტექტორია იოზეფ პლოშკო[1]. მუხტაროვს მეუღლესთან ერთად ევროპაში მოგზაურობისას ძალიან მოეწონა ვენეციის არქიტექტურა. მოგზაურობის შემდეგ მან გადაწყვიტა ბაქოში ვენეციური სტილის სასახლის აშენება საყვარელი მეუღლისთვის. სასახლის დიზაინი ეკუთვნის არქიტექტორ იოზეფ პლოშკოს, რომელმაც ასევე დააპროექტა ისმაილიეს შენობა, ფრანგული გოტიკის სულისკვეთებით. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში სასახლეში მდებარეობდა ალი ბაირამოვის ქალთა კლუბი. დღეს ის ქორწინების სახლივით („ბედნიერების სასახლე“) ფუნქციონირებს. [2]. დღეს სასახლე ბაქოს ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობაა.

შენობის აშენების პერიოდში სასახლის ზედა ნაწილში რაინდის სკულპტურის დამონტაჟებისას მოხდა ტრაგედია. სამშენებლო კომპანია „ძმები კასუმოვების“ ერთ-ერთი მფლობელს - იმრან კასუმოვს, ფეხი დაუცდა და შენობიდან გადმოვარდა. ის 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შენობის მშენებლობა დასრულდა 1912 წელს. ერთ დღეს მურთუზა მუხთაროვმა თავისი მეუღლე ლიზა ტუგანოვა შენობის წინ სასეირნოდ მიიყვანა. ქალმა, რომელმაც გაოცების გამო არ იცოდა რა ეთქვა, შენობის კარებთან მისული მსახურები დაინახა და როცა გაიგო, რომ სასახლე აჩუქეს, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბაქოელი მილიონერი ამ სასახლეში მეუღლესთან ერთად 1920 წლამდე ცხოვრობდა. აზერბაიჯანში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ სასახლე ბოლშევიკებს გადაეცათ. მუხთაროვმა დაინახა, რომ სამი რუსი ოფიცერი შეიჭრა მის სახლში, ვერ მოითმინა ეს დამცირება და ჯერ ისინი დახვრიტა, შემდეგ კი ბოლო ტყვიით თავი მოიკლა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2001 წლის 2 აგვისტოს #132 გადაწყვეტილებით შენობა შეტანილია „ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ისტორიისა და კულტურის ძეგლთა ნუსხაში“.[3]

სასახლეში აღდგენითი სამუშაოები 2007-2012 წლებში ჩატარდა[4]. აღდგენითი სამუშაოები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებით კომპანია „Creacon Construction“-მ ჩაატარა[5].

2012 წლის 5 ივლისს სასახლის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრო და გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს[6].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება