მუხთაროვის მეჩეთი
მუხთაროვის მეჩეთი — სუნიტური მეჩეთი ან მუხთაროვის მეჩეთი ვლადიკავკაზში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე.
ისტორია
რედაქტირებამეჩეთის აშენების ნებართვა გამოიცა 1900 წელს, ქალაქის მთავრობამ ამ მშენებლობისთვის თერგის მარცხენა ნაპირზე მიწის ნაკვეთი გამოყო.
აღნიშნული მეჩეთის სახელწოდება მომდინარეობს - აზერბაიჯანელი მეცენატის, მილიონერის მურთუზა მუხთაროვის სახელიდან. სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა მეჩეთს ეს სახელი. მან დააფინანსა მეჩეთის მშენებლობა 1900-1908 წლებში. აშენდა არქიტექტორ იოზეფ პლოშკოს მიერ, იგი შთაგონებული იყო ალ-აჯარი და კაიროს სხვა მეჩეთების არქიტექტურული სტილით. სწორედ პლოშკოს ეკუთვნის ასევე ბაქოში მუხთაროვის სასახლის არქიტექტორაც, ამჟამად აქ ქორწილების სასახლეა განთავსებული. ოფიციალურად მეჩეთი გაიხსნა 1908 წლის 14 ოქტომბერს. მუხთაროვის მეჩეთი ემსახურება ოს მაჰმადიანურ უმცირესობას.
სუნიტური მეჩეთი ცნობილია თავისი თვალწარმტაცი გარემოთი, იგი მდებარეობს კავკასიონის მთების ფონზე.
მუხთაროვის მეჩეთის პირველი მოლა იყო ჰანაფი სადიკი რადიმკულოვი, კაზანელი თათარი. 1908 წლის დეკემბერში დამტკიცდა შაფიტი იუსუფ მურკილენსკი, როგორც ვლადიკავკაზ სუნიტური მეჩეთის მოლა, თუმცა ეს თათრული საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა.
1934 წელს ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა სუნიტური მეჩეთის განადგურება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეჩეთში განთავსებული იყო ადგილობრივი ისტორიის მუზეუმის ფილიალი.
1996 წლის იანვარში ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა მეჩეთის კედლის მახლობლად. ძირითადი კედლები და კოშკი ღრმა ნაპრალებში იყო, კედელში ჩამოყალიბდა დიდი ხვრელი
აღსანიშნავია, რომ აქ ასევე ინგუშებიც ასრულებდნენ მსახურებს, მანამ სანამ 90-იან წლებში ჩრდილოეთ ოსეთიდან არ გააძეევეს. 1934 წლიდან მეჩეთი განეკუთვნება ეროვნული მნიშვნელობის ისტორიულ ღირსშესანიშნაობას. 1996 წელს იგი საგრძნობლად დაზიანდა, მიზეზი კი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც აფეთქდა მეჩეთის მთავარი კედლის მახლობლად. ამ აფეთქებისას დაზიანდა ძირითადი კედლები და კოშკი, მთავარ კედელში კი გაჩნდა საკმაოდ დიდი ხვრელი, იყო საშიშროება შენობის განადგურების, თუმცა აღდგენილ იქნა [1]
ბოლო პერიოდში საკმაოდ დაიძაბა ვითარება მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ამის მიზეზი კი იყო სუნიტური მეჩეთის უკან 12 სართულიანი შენობის მშენებლობა, რომელმაც მთლიანად გაანადგურა მეჩეთის უკანა პანორამული ფონი.
სქოლიო
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მუხთაროვის მეჩეთი დაარქივებული 2019-10-14 საიტზე Wayback Machine.