გასტროტრიქები

(გადამისამართდა გვერდიდან მუცელწამწამიანები)

გასტროტრიქები, მუცელწამწამიანები (Gastrotricha) — ცხოველების კლასი პირველადღრუიანების ტიპისა. წყლის მიკროსკოპული (1,5 მმ სიგრძის) ცხოველებია. სხეული დაფარული აქვთ კუტიკულით, მუცელი — წამწამებით. ჰერმაფროდიტები ან განსვავებულსქესიანები არიან. კლასში 200-მდე სახეობაა. ბინადრობენ მტკნარ წყალში, იშვიათად ზღვაში. აქვთ როგორც პირველადღრუიანების, ისე წამწამიანი ჭიების (ტურბელარიების) ნიშნები, რითაც დასტურდება პირველადღრუიანების კავშირი წამწამიან ჭიებთან.

გასტროტრიქა

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 3, გვ. 12, თბ., 1978