მუჩალგა
მუჩალგა (თურქ.), მუჩალგის წიგნი — ხელწერილი XVI—XIX საუკუნეების საქართველოში. მუჩალგა ჩამოერთმეოდა პირს იმის საბუთად, რომ ის თავის ვალდებულებას დათქმულ ვადაზე შეასრულებდა, სასამართლო დადგენილების ყაბული იქნებოდა, ამა თუ იმ ქმედობას არ ჩაიდენდა და ა. შ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფურცელაძე დ., ქსე, ტ. 7, გვ. 226, თბ., 1984