ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მუსაკა - ბადრიჯნის, კარტოფილის და ხშირად ხორცის კერძი. გავრცელებულია საბერძნეთში, კვიპროსზე, ბალკანეთში და შუა აზიაში, აქვს ბევრი რეგიონალური ვარიაცია. დასავლეთის ქვეყნებში ყველაზე ცნობილია მუსაკას ბერძნული ვერსია, რომელიც შეიმუშავა ბერხენმა მზარეულმა ნიკოლაოს ცელემენტესმა 1920-იან წლებში [1]. ბერძნული და რამდენიმე სხვა ვერსიით შედგება ბადრიჯნის და ხორცის ფენებისგან, ზემოთა ფენას შეადგენს კვერცხით (კრემი) ან ფქვილით (ბეშამელის სოუზი) შესქელებული რძის სოუზი. თურქულ და არაბულ მუსაკას შეადგენს ცივი ან ოთახის ტემპერატურის თხლად დაჭრილი და ტომატის და ხორცის სოუზში შემწვარი ბადრიჯანი.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

მუსაკა არაბული სიტყვაა, რომელიც შემდეგ თურქულში, თურქულიდან ბერძნულში და ბერძნულიდან სხვა ევროპულ ენებში გადმოინაცვლა. მუსაკა ითარგმნება როგორც "ცივად ან თხევადად საჭმელი".

მომზადების წესი

რედაქტირება

ბერძნული

რედაქტირება

მუსაკას თანამედროვე ბერძნული ვერსია შეიმუშავა კონსტანტინოპოლში დაბადებულმა და საფრანგეთში ნასწავლმა ბერძენმა მზარეულმა ნიკოლაოს ცელემენტესმა 1920-იან წლებში - მისი მიზანი მუსაკის ევროპეიზაცია იყო. ის შედგება სამი ფენისგან, რომლებიც ცალ-ვალკე მზადდება. ქვედა ფენა შედგება დაჭრილი ბადრიჯნისგან ზეთში (შესაძლოა სხვა ბოსტნეულის გამოყენებაც - სოკო, კარტოფილი და სხვა), მეორე - შემწვარი ბატკნის ხორცისგან პამიდვრით, ნივრით, ხახვით, სუნელებით, ზემოთა ფენა - კრემისგან ან ბეშამელის სოუზისგან. შემდეგ კერძი ღუმელში ცხვება სანამ ზედა ფენა არ გაყავისფრდება. ბერძნული მუსაკა ცხელია, მაგრამ გამოცხობის შემდეგ დაჭრამდე დრო სჭირდება ფენების გასამაგრებლად. კერძის სამარხვო და ვეგეტერიანული ვერსია ცელემენტესის რეცეპტების წიგნიდან შეიცავს მხოლოდ ბადრიჯანს, ტომატს და პურის ნამცეცებს.

ევროპაში

რედაქტირება

ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში, ბულგარეთში [2], ალბანეთში [3] და რუმინეთში ბადრიჯნის მაგივრად ხშირად გამოიყენება კარტოფილი ან კომბოსტო, ბატკნის ხორცის მაგივრად უმეტესად ღორის ხორცი (სამარხვო ვერსიისთვის - სოკო ან ხახვიანი ბრინჯი), ზედა ფენა კი შედგება კვერცხთან შეზავებული რძის ან იოგურტისგან, ხანდახან ცოტაოდენი ფქვილის, პურის ნამცეცების, პამიდვრის ან ყველის დამატებით. არსებობს ფენოვანი ვერსია, რომელიც ბერძნულის მსგავსად მზადდება შეცვლილი ინგრედიენტებით და პასტის ვერსია, რომელშიც ქვედა ფენა პასტისგან შედგება.

ისლამურ ქვეყნებში

რედაქტირება

ლევანტის რეგიონში მუსაკა სიცილიურ კაპონატას მსგავსად გამომცხვარი პამიდვრისგან, ლობიოსგან და ბადრიჯნისგან მზადდება. თურქული მუსაკა არ არის ფენოვანი და წარმოადგენს მზოლოდ ბადრიჯანს ტომატის და ხორცის სოუზში წიწაკით, ნივრით და ხახვით, ხანდახან სტაფილოთი და კარტოფილით. ხშირად წვნიანების გარნირად იხმარება. ეგვიპტური მუსაკა მზადდენა შემწვარი და შემდეგ გამომცხვარი ბადრიჯნისგან და პამიდვრისგან. გემოს გასაუმჯობესებლად და გამაგრებისთვის გამომცხვარ მუსაკას მიახლოებით ერთი დღით გასაცივებლად გარეთ ტოვებენ.

წყაროები

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუსაკა“-დან