მუნის შარიფოვი
მუნის მაჰამად ისმაილ ოღლუ შარიფოვი (აზერ. Munis Məhəmməd İsmayıl oğlu Şərifov; დ. 24 აპრილი, 1962, არაბოჯაღი, აღდაშის რაიონი) — აზერბაიჯანელი მუსიკოსი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2016).[1]
მუნის შარიფოვი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 24 აპრილი, 1962 (62 წლის) |
დაბ. ადგილი | არაბოჯაღი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამუნის შარიფოვი დაიბადა 1962 წელს. 1977 წელს სწავლობდა ა.ზეინალის სახელობის სამუსიკო ტექნიკურ კოლეჯში, ხოლო 1986 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
1990 წლიდან მუშაობდა ბაქოს მუსიკალურ აკადემიაში კონცერტმაისტერ-მასწავლებლად. ბაქოს მუსიკალური აკადემიის უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტების აღდგენის სამეცნიერო ლაბორატორიის თანამშრომელი იყო.
2002 წელს მან წარმატებით წარმოადგინა აზერბაიჯანის მუსიკალური ხელოვნება საკონცერტო პროგრამით იუნესკოს ღონისძიებებზე პარიზსა და სტრასბურგში. ანსამბლთან ერთად მაღალ დონეზე გამოვიდა 2005 წელს დუშანბეში გამართულ ფესტივალზე „გულების ხმა“ და სტამბოლში „ისლამური ქვეყნების კულტურის კვირეულის“ ფარგლებში ორგანიზებულ კულტურულ პროგრამებში. 2016 წლის 19 სექტემბერს მიენიჭა სახალხო არტისტის საპატიო წოდება აზერბაიჯანული მუსიკალური კულტურის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ CBC. (07.10.2016) İncəsənət xadimlərinə ali mükafat verildi az. Youtube.com. ციტირების თარიღი: 2016-10-09.
- ↑ President.Az. (19.09.2016) Azərbaycan Respublikasının mədəniyyət xadimlərinə fəxri adların verilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı az. President.az. ციტირების თარიღი: 2016-09-23.