მუნი
მუნი — კანის პარაზიტული დაავადება, რომელსაც მუნის ტკიპა იწვევს.
გამომწვევი მიზეზები და გადაცემის გზები
რედაქტირებადაავადების გამომწვევია ტკიპა. დაავადების გავრცელების წყარო- დაავადებული ადამიანი. განასხვავებენ დაინფიცირების პირდაპირ და არაპირდაპირ გზას. პირდაპირი დასნებოვნების დროს გამომწვევი დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელს გადაეცემა კონტაქტით. არაპირდაპირი გზა გულისხმობს გამომწვევის გადაცემას საყოფაცხოვრებო ნივთებით, თეთრეულით, დასაბანი ღრუბლით, პირსახოცით. ბავშვებში შესაძლოა გადაეცეს რბილი სათამაშოთი.
კლინიკური სურათი
რედაქტირებამუნის დროს საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 8-12 დღეს. ძირითადი კლინიკური სიმპტომია ქავილი, რომელიც ღამით ძლიერდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია კვანძოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარის განვითარება. კანზე შეიმჩნევა ნაკაწრები, რომლებიც ძლიერი ქავილის შედეგია და კანში ტკიპის სავალ „გზებს“ წარმოადგენს.
მუნი უმეტესად ვითარდება თითებს შორის ნაკეცებში. ასევე, ხელის თითების გვერდით ზედაპირებზე, მუცელზე, წვივებსა და ბარძაყების არეში და, საერთოდ, მთელ კანზე.
ძლიერი ქავილის შედეგად წარმოქმნილი ნაკაწრები ზოგჯერ ინფექციის შეჭრის ადგილი ხდება. ვითარდება ანთებითი პროცესები: დერმატიტი, პიოდემია, ეგზემა და სხვ.
გალერეა
რედაქტირება-
ტკიპა არის ქავილის ერთ-ერთი მიზეზი
-
მოცურავის მუნი
-
ათლეტის ფეხი
დიაგნოსტიკა
რედაქტირებადიაგნოსტიკის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის დათვალიერებას, დაავადებული ადამიანის ჩივილებს. ხშირია ერთდროულად ოჯახის რამდენიმე წევრის დაავადების შემთხვევები. საჭიროებისამებრ, მიმართავენ ლაბორატორიულ კვლევას მუნის ტკიპის აღმოსაჩენად.
მკურნალობა
რედაქტირებაპარაზიტის საწინააღმდეგო პრეპარატების არჩევანი ფართოა. მუნის მკურნალობისას ძალზე მნიშვნელოვანია სამკურნალო პრეპარატის ზუსტი და სწორი გამოყენება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მუნის დროულ დიაგნოსტიკასა და კონტაქტში მყოფი პირებისთვის პროფილაქტიკურ მკურნალობას. ამასთანავე უნდა ჩატარდეს როგორც პაციენტის ნახმარი ტანსაცმლის, ასევე საყოფაცხოვრებო საგნების- რბილი ავეჯის, ლოგინის გადასაფარებლის და სხვ. დეზინფექცია.
დაუშვებელია თვითმკურნალობა. პრეპარატი ინიშნება ასაკის გათვალისწინებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, თბ., 2015
- Han, Liang; Dong, Xinzhong (6 May 2014). „Itch Mechanisms and Circuits“. Annual Review of Biophysics. 43 (1): 331–355. doi:10.1146/annurev-biophys-051013-022826.
- Andrew D, Craig AD (2001). „Spinothalamic lamina I neurons selectively sensitive to histamine: a central neural pathway for itch“. Nat. Neurosci. 4 (1): 72–7. doi:10.1038/82924. PMID 11135647.
- National Cancer Institute (2003) "Pruritus" Retrieved Aug. 22, 2005.