მსხლების ციხე
მსხლების ციხე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხლებში, ადგილი ხუმსართა. აგებულია შუა საუკუნეებში.
ციხე მთლიანად დანგრეულია. შემორჩა მხოლოდ კოშკის ნანგრევი და გალავნის ნაშთი. ნაგები დიდი ზომის ყოფილა, ფლეთილი ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004