მსხვილთვალა თეთრი (სელექციური ვაზის ჯიში)

მსხვილთვალა თეთრიქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.

მიღებულია დიმიტრი ტაბიძის მიერ კახური თითასა და ვერმენტინოს შეჯვარებით.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად გულისებური ფორმის, ხუთნაკვთიანი, ძლიერ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შეუბუსავია (უმნიშვნელო აბლაბუდისებრი შებუსვა). ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის და საშუალო სიკუმსის. მარცვალი საკმაო სიდიდისაა, ოვალური, ქარვისფერი. კანი მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ხორციანია და კნატუნაა, სასიამოვნო გემოსი.

ვაზი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის.

ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5 გ/ლ-ს.

ჯიში სასუფრე მიმართულებისაა. აქვს კარგი გარეგნობა, შენახვის უნარი და კარგად იტანს ტრანსპორტირებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 552