მსურს გავერკვე (აზერ. Anlamaq istəyirəm) — კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმის“ მიერ 1980 წელს გადაღებული საბჭოთა ორსერიიანი დრამატული ჟანრის ტელეფილმი. წარმოადგენს ნაბი ჰაზრის პოემის — „შეგებებული სარჩელის“ ეკრანიზაციას. შეიქმნა სსრკ-ს ცენტრალური ტელევიზიის დაკვეთით.

„მსურს გავერკვე“
ჟანრი დრამა
რეჟისორი ოქტაი მირკასიმოვი
სცენარის ავტორი ნაბი ჰაზრი
ლეონიდ ჟუხოვიცკი
ოქტაი მირკასიმოვი
როლებში რეზო ჩხიკვიშვილი
ჰამიდა ომაროვა და სხვა
კომპოზიტორი რაფიკ ბაბაევი
გამოსვლის თარიღი 1980
ხანგრძლივობა 133 წთ.
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
აზერბაიჯანის სსრ–ის დროშა აზერბაიჯანის სსრ
ენა რუსული
აზერბაიჯანული დუბლიაჟი
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ტელეფილმი მოგვითხრობს ორი შეყვარებული ადამიანის ბრძოლაზე და მათი დამსხვრეული ოცნებების შესახებ. ორ ადამიანს — რუსტამს და ჩინარას შეუყვარდათ ერთმანეთი და ცხოვრობენ ბედნიერად, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩინარა ხვდება, რომ მას სიყვარულის გარდა არაფერი სურს. იგი გადაწყვიტავს დაშორდეს რუსტამს და სთავაზობს მას საყვარლობას. ეს რუსტამმა არ მიიღო. ჩინარა როდესაც ხვდება თავის შეცდომას ცდილობს დააბრუნოს ყველაფერი და გააგრძელოს ძველებურად ცხოვრება. მაგრამ, რუსტამს აღარ სურს ძველი ურთიერთობების აღდგენა და საერთოდ არანაირი სურვილი აღარ აქვს ჩინარასთან ურთიერთობების გაგრძელებაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება