მთავარი მენიუს გახსნა

მსახურთუფროსი (ინგლ. The Butler) — 2013 წლის ამერიკული ისტორიული დრამა.

მსახურთუფროსი
ჟანრი ისტორიული, ბიოგრაფიული დრამა
რეჟისორი ლი დენიელსი
პროდიუსერი პამელა ოაკ უილიამსი, ლორა ზისკინი, ლი დენიელსი, ბადი პატრიკი, ცასიან ელვესი
სცენარის ავტორი დენი სტრონგი
ნაწარმოები A Butler Well Served by This Election
— უილ ჰეიგუდი
როლებში ფორესტ უიტეკერი
ოპრა უინფრი
კომპოზიტორი როდრიგო ლეაო
ოპერატორი ენდრუ დანი
მონტაჟი ჯო კლოცი
სტუდია Laura Ziskin Productions, Windy Hill Pictures, Follow Through Productions, Salamander Pictures, Pam Williams Productions
დისტრიბუტორი The Weinstein Company
გამოსვლის თარიღი 16 აგვისტო, 2013
ხანგრძლივობა 132 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 30 მილიონი
შემოსავალი $176,6 მილიონი

სიუჟეტირედაქტირება

პლანტაციაში მუშაობისას სესილის დედას პლანტაციის მფლობელი გააუპატიურებს, მამას კი მოკლავს. როცა სესილი გაიზრდება, ტეთრ სახლში მსახურთუფროსად იწყებს მუშაობას. თეთრ სახლში მისი ყოფნის პერიოდში ბევრ სხვადასხვა პრეზიდენტთან მოუწევს მუშაობა. სესილის შვილი, ლუი შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტია და მას იჭერენ კიდეც, მისი ცოლი კი საყვარელს გაიჩენს, მაგრამ შემდეგ მაინც ქმარს უბრუნდება. ლუის მამასთან უთანხმოება აქვს პოლიტიკური ბრძოლის ხერხებზე, სანამ მას მარტინ ლუთერ კინგი არ აუხსნის, რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს თეთრ სახლში შავკანიანი მსახურთუფროსის არსებობას. სესილი ლუის სახლიდან გააგდებს მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი რადიკალ მებრძოლებს შეუერთდება. თეთრ სახლში ოცწლიანი მუშაობის შემდეგ სესილი შავკანიანი მსახურებისთვის ხელფასის გაზრდას მოითხოვს.

როლებშირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება