მოწამეთის სამრეკლო
მოწამეთის სამრეკლო — არქიტექტურული ძეგლი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოწამეთაში.
აგებულია კარგად დამუშავებული კვადრი ქვებითა და კირხსნარით. სამრეკლო ორსართულიანია. მეორე სართული გუმბათოვანია და ეყრდნობა ექვს სვეტს. პირველი სართულის შესასვლელი კარი გაჭრილია აღმოსავლეთის მხრიდან. კარის თავზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა, სადაც მონასტრის წინამძღვარი პორფირი წერეთელია მოხსენიებული. წარწერა იუწყება, რომ 1846 წელს აღუდგენიათ სამრეკლო და კარიბჭე, ასევე გაუვრცელებიათ სამონასტრო ტერიტორია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17060