მოცურავე წისქვილები
მოცურავე წისქვილები — მარცვლეულის საფქვავი მოცურავე მოწყობილობა, რომელიც გამართული იყო მტკვრის ორივე ნაპირზე.
თბილისის მოცურავე წისქვილებს პირველად ვხვდებით X საუკუნეში არაბ ისტორიკოს იბნ ჰაუკალთან:
„თბილისი... მდებარეობს მდინარე მტკვარზე და მას მასზე აქვს წისქვილები, სადაც ფქვავენ ხორბალს...“
|
წისქვილები ნავისმაგვარ ტივტივაზე იდგა და მსხვილი ჯაჭვებით იყო მდინარის ნაპირზე მიბმული. მტკვარზე გამართული წისქვილები დატანილი აქვს პიშჩევიჩს 1785 წელს თბილისის გეგმაზე:
„აბაოებთან, რიყეზე, გარეთუბანში, ვანქის უბანში.“
|
XIX-XX საუკუნეებში თბილისში ასეთი წისქვილები იყო რიყეზე, ჩუღურეთში და ვანქის უბანში. აქვე, მუხრანის ხიდთან იყო ქუჩები - წისქვილის შესახვევი და წისქვილის დაღმართი. რომელიც მტკვართან ჩადიოდა. თბილისში, მტკვარზე წისქვილები გაუქმდა XX საუკუნის 20-იანი წლების მიწურულში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 965