მოქტარ ულდ დადა (არაბ. مختار ولد داداه; დ. 25 დეკემბერი, 1924, ბუტილიმიტი — გ. 14 ოქტომბერი, 2003) — მავრიტანიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 1955 წელს დაამთავრა სორბონის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და ადვოკატად დაიწყო მუშაობა დაკარში. 1957-1958 წწ. იყო მავრიტანიის მთავრობის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე, ხოლო 1958-1959 წწ. თავმჯდომარე; 1959 წლის ივნისიდან 1961 წლის აგვისტომდე ეკავა პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტები. 1961 წლის 20 აგვისტოდან 1978 10 ივლისამდე მავრიტანიის პრეზიდენტია. 1961 წლის დეკემბრიდან კი მმართველი ხალხის პარტიის გენერალური მდივანია.

მოქტარ ულდ დადა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება