მოსკოვის წყლის მუზეუმი
წყლის მუზეუმი (რუს. Музей Воды) — მუზეუმი და საინფორმაციო-ეკოლოგიური ცენტრი, რომელიც მოგვითხრობს მოსკოვის წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემის განვითარების შესახებ[1].
მოსკოვის წყლის მუზეუმი | |
---|---|
დაარსდა | 15 ივნისი, 1993 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | მოსკოვი, სარინსკის ქუჩა, 13 |
სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ოფიციალური საიტი | [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი] |
ისტორია
რედაქტირებაწყლის მუზეუმი გაიხსნა 1993 წლის 15 ივნისს, გახსნის თარიღი დაამთხვიეს მოსკოვში მიმდინარე რუსეთის პირველი წყალსადენის ყრილობის 100 წლისთავს[2].
მუზეუმი მდებარეობს კრუტიცკის მეტოქის გვერდით, მოსკოვის პირველი საკანალიზაციო სატუმბი სადგურის ტერიტორიაზე. იგი ექსპლუატაციაში შევიდა 1898 წელს და 219 ოჯახს ემსახურებოდა[3].
ისტორიული ნაგებობების კომპლექსი შეიქმნა მაქსიმ გეპენერის პროექტის მიხედვით და წარმოადგენს XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის სამრეწველო არქიტექტურის ძეგლს[4]. მთავარი საკანალიზაციო სატუმბი სადგურის ყველა შენობა შესრულებულია ე. წ. „აგურის სტილში“, რომელიც ახასიათებს ამ პერიოდის სამრეწველო არქიტექტურას[5]. შენობა, რომელშიც ამჟამად განთავსებულია მუზეუმი ააგეს მოგიანებით 1947-1948 წლებში[6][7].
კოლექცია
რედაქტირებასამუზეუმო ექსპოზიცია ლოგიკურად იყოფა ორ ნაწილად: საარქივოდ და აქტუალურად. პირველი მოსკოვში წყალმომარაგების ქსელების წარმოქმნისა და განვითარების ისტორიას წარმოაჩენს. აქ შესაძლებელია კრემლის პირველი წყალსადენი მილების ხილვა, რომელიც მოქმედებდა ივანე კალიტას, ივანე III-სა და მიხეილ I რომანოვის პერიოდში, ასევე მოგვითხრობს მიტიშჩინის წყალსადენის შესახებ, რომელიც დააპროექტეს ეკატერინე II-ის ბრძანებით. აქვე წარმოდგენილია ისტორიული დოკუმენტები - ატლასები, ტექნიკური წიგნები, ხელნაწერთა ალბომები, რუკები და სამუშაო ნახაზები.
ექსპონატების სხვა ნაწილი, რომელიც განთავსებულია პირველ სართულზე მოსკოვის კანალიზაციის სისტემის შექმნის ისტორიას წარმოგვიდგენს. ისტორიული დარბაზის ვიტრინებში წარმოდგენილია VIII-XIX საუკუნეების წყლისთვის გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო საგნები.
დარბზები აღჭურვილია ვირტუალური გიდით, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მუზეუმის დამოუკიდებლად დათვალიერება[8]. მუზეუმში პერიოდულად ეწყობა დროებითი გამოფენები[9].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Пресс-служба Мосводоканала. Информация о музее на сайте Мосводоканала. Мосводоканал. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-07. ციტირების თარიღი: 2017-03-25.
- ↑ Юбилейный посетитель музея Воды. Департамент жилищно-коммунального хозяйства и благоустройства города Москвы (2012-12-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-26. ციტირების თარიღი: 2017-03-25.
- ↑ Раиса Ханукаева. (2013-07-30) 115 лет столичной канализации: как очищают воду в Москве. m24.ru. ციტირების თარიღი: 2017-03-25.
- ↑ Музей Воды – самый уютный музей в Москве. lifeglobe.net (2010-12-07). ციტირების თარიღი: 2017-03-25.
- ↑ alekka4alin2012. (2013-07-03) Насосная станция 1890-х гг, Музей воды (Москва). livejournal.com. ციტირების თარიღი: 2017-03-25.
- ↑ Музей воды: фото, описание. вОтпуск.ru. ციტირების თარიღი: 2017-03-25.
- ↑ Памятники промышленной архитектуры (PDF). Московское наследие (2015-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-26. ციტირების თარიღი: 2017-03-25.
- ↑ Людмила Корнетова. Описание Музея воды на сайте TimeOut. Сетевое издание «TIMEOUT». ციტირების თარიღი: 2017-03-25.
- ↑ Наталья Тарасова, Юрий Филимонов, Илья Скорина. (2014-11-06) В московском Музее воды открылась выставка канализационных люков. ТВцентр. ციტირების თარიღი: 2017-03-25.