მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (კაპოტნია)
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (რუს. Храм Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის კაპოტნიის რაიონში. მისამართი კაპოტნინის პირველი გასასვლელი, სახლი 10.
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°38′21″ ჩ. გ. 37°47′30″ ა. გ. / 55.63917° ჩ. გ. 37.79167° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | უცნობია |
თარიღდება | XIX საუკუნე |
ტაძარი აგებულია 1860-1870-იან წლებში. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის შობის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაეკლესია ააგეს 1866-1870 წლებში სოფელ კაპოტნიაში. ამ პერიოდამდე ტაძრის ადგილზე იდგა ხის ტაძარი, რომელიც ცნობილი იყო 1659 წლიდან[1], დაზიანდა ქარიშხლის შედეგად 1804 წელს. ტაძარი აგებულია ფსევდორუსულ სტილში. ტაძრის აგების ზუსტი თარიღი და არქიტექტორი უცნობია[2].
საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა 1938 წელს. შენობაში კი განათავსეს ქარხანა და საწყობი. ეკლესიას მიაშენეს ნაგებობები. ასევე დაანგრიეს ტაძრიდან 50 მეტრში მვებარე ღვთისმშობლის შობის ტაძარი[2]. ღვთისმსახურება ქვის ტაძარში აღდგა 1991 წელს[1][2].
ინტერიერი
რედაქტირებამთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის შობის სახელზე, ხოლო ეგვტერები ნაკურთხია ბოგოლიუბსკის ღვთისმშობლის ხატისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ერთი საკურთხეველი ასევე ნაკურთხია ლეონტი როსტოველის სახელზე[2][3].
ტაძარში ღვთისმსახურება მიმდინარეობს ყოველდღიურად (გარდა ორშაბათისა), ლიტურგია კი დილის 9 საათზე. ტაძართან მოქმედებს საკვირაო სკოლა და ქველმოქმედთა ჯგუფი[1][3].
ტაძრის სიწმინდეა ღვთისმშობლის ხატი „მიცვალებულთა სასჯელი“. ტაძრის დღესასწაულია 21 სექტემბერი[3].
ლიტერატურა
რედაქტირება- Паламарчук П. Г. Сорок Сороков. — 3-е изд. — М.: АСТ:, 2005. — Т. 4. — 663 с.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Храм в честь Рождества Пресвятой Богородицы в Капотне. Благотворительный фонд «Русское православие». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2018-04-24.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Храм Рождества Пресвятой Богородицы в Капотне. Благочиние Петропавловского округа города Москвы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-05. ციტირების თარიღი: 2012-04-01.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Храм рождества Пресвятой Богородицы В Капотне