მოსკოვის სერაფიმ საროველის ტაძარი (კუნცევო)
მოსკოვის სერაფიმ საროველის ტაძარი (რუს. Храм Святого Преподобного Серафима Саровского) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია 1900 წელს. მდებარეობს მოსკოვის დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის მოჟაისკის რაიონში. მისამართი ბაგრიცკის ქუჩა № 10
მოსკოვის სერაფიმ საროველის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°43′23″ ჩ. გ. 37°26′01″ ა. გ. / 55.72306° ჩ. გ. 37.43361° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ვიაჩესლავ ჟიგარ დლოვიჩი |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ტაძარი |
თარიღდება | 1900 |
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებატაძრის ისტორია იწყება, 1900 წელს სპასკის მაზრაში ქალთა თავშესაფრის ორგანიზებით, რომელიც მოგვიანებით გადაკეთდა პოლუნინის ქალთა თემად. თავშესაფარმა სახელწოდება მიიღო დაამაარსებელ ვასილ ივანეს ძე პოლუნინის სახელისაგან. 1906 წელს ერთ-ერთმა მეფსალმუნემ, სოფელ კრილატსკოეს მახლობლად, ადგილობრივი გლეხების მიერ გადაცემულ მიწაზე დაიწყო ტაძრის მშენებლობა არქიტექტორ ვიაჩესლავ ჟიგარდლოვიჩის პროექტის მიხედვით.
1909 წლის 9 აგვისტოს ტაძარი აკურთხა რიაზანისა და მიხაილოვსკის ეპისკოპოსმა ნიკოდიმმა. 1915 წელს ტაძრის მახლობლად დაიწყო სამრეკლოს, ჭიშკრისა და საყოფაცხოვრებო შენობების მშენებლობა, თუმცა საბოლოოდ მშენებლობა არ დასრულებულა. 1917 წელს მეტოქი გადააკეთეს სერაფიმე საროველის თემად და დაუქვემდებარეს მოსკოვის ეპარქიას, საზოგადოება ასევე ცნობილი იყო, როგორც კუნცევოს მონასტერი.
მონასტერი გააუქმეს 1922 წელს, ხოლო ტაძარი გადააქციეს სამრევლოდ, გაიტაცეს ყველანაირი ღირებულება, მაგრამ ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა. 1924-1925 წლებში ეკლესიას რემონტი ჩაუტარდა მრევლის ფინანსებით. ეკლესია დახურეს 1927 წელს. შენობის მფლობელი ხშირად იცვლებოდა, თავიდან შენობაში განათავსეს საბავშვო განყოფილება, შემდეგ სამრეწველო განყოფილება. 1994 წელს კერძო სატრანსპორტო საშუალებებმა შენობის დანგრევა დაიწყეს, მაგრამ ადგილობრივთა ზრუნვის შედეგად, დანგრევა შეწყდა.
2000 წელს ეკლესია სავინო-სტოროჟევის მონასტრის მეტოქი გახდა[1].
2001 წელს შეიქმნა ორსართულიანი ტაძრის პროექტი, რომლის აშენებაც ივარაუდება სამლოცველოს ადგილზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Паламарчук П. Г. Окраины Москвы. Инославие // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — М.: Астраль, 2004. — Т. 3. — С. 179 — 183. — 696 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-X.
- Денисов Л. И. Православные монастыри Российской империи. — М.: издание Ступина А. Д., 1908. — С. 730.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ История храма преподобного Серафима Саровского в Кунцеве. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-11. ციტირების თარიღი: 2018-04-19.