მოსკოვის სამების ტაძარი (ვიშნიაკი)
მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Живоначальной Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ზამოსკვორეჩიეს რაიონში. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1804 წელს და გაგრძელდ რამდენიმე ეტაპად: 1804-1811, 1815-1824, 1826-? წლებში. ტაძარს აქვს არქიტექტურული ძეგლის სტატუსი[1].
მოსკოვის სამების ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°44′09″ ჩ. გ. 37°37′42″ ა. გ. / 55.73583° ჩ. გ. 37.62833° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ათანასე გრიგორიევი ფიოდორ შოსტაკოვი ნიკოლაი კოზლოვსკი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ამპირი/კლასიციზმი |
თარიღდება | XVII საუკუნე |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს სამების სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ეკლესია აღნიშნულ ადგილზე ააგეს სავარაუდოდ 1630-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ქალაქის სამხრეთ ნაწილებში დასახლდნენ სტრელცები. ახალ ეკლესიაზე პირველი დოკუმენტური მტკიცებულება თარიღდება 1642 წლით.
პირველი ქვის ეკლესია ააგეს ჩიგირინის ბრძოლის აღსანიშნავად. მშენებლობაზე თანხმობა მიიღეს 1678 წელს, მაგრამ იგი დაიწყო არაუგვიანეს 1686 წლისა. აღნიშნული ეკლესია გააფართოეს ეგვტერების ხარჯზე 1706, 1734 და 1788 წელს.
XIX საუკუნის დასაწყისში დაიწყო ძველი ტაძრის ნაგებობის შეცვლა ახალი ქვის ტაძრით. 1804 წელს კლვლავ მიაშენეს სატრაპეზო, ამავე წელს საფუძველი ჩაუყარეს ახალ ძირითად, ერთგუმბათიან ეკლესიას, რომლის შავი სამუშაოები დასრულდა 1812 წლამდე. 1812 წლის მოსკოვის დიდი ხანძრის დროს ეკლესია დაიწვა და აღადგინეს 1815 წლისთვის, ხოლო სრულიად აღდგენა მოხდა 1824 წლისთვის. 1826 წელს პიატნიცკის ქუჩის გაფართოების გამო ძველი სამრეკლო დაანგრიეს, ხოლო ახალი ააშენეს ფიოდორ მიხეილის ძე შესტაკოვისა და ნიკოლოზ ილიას ძე კოზლოვსკის პროექტის მიხედვით. გალავანი და საეკლესიო მსახურთა სახლი დაასრულეს 1838 წელს.
საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა არაუადრეს 1929 წლისა, ხოლო გაიხსნა 1994 წელს. ტაძარში გაიხსნა ასევე წმინდა-ტიხონის მართლმადიდებლური ინსტიტუტი. ღვთისმსახურებას ასრულბს ინსტიტუტის რექტორი ვლადიმირ ვორობიოვი, ასევე ინსტიტუტის მღვდელი მასწავლებლები[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- Памятники архитектуры Москвы. Замоскворечье. М., «Искусство», 1994, ISBN 5-210-02548-9, c. 263—264
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Троицкая церковь на temples.ru