მოსკოვის პიმენ დიდის ეკლესია
მოსკოვის პიმენ დიდის ეკლესია (რუს. Церковь Пимена Великого) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ისტორიულ ცენტრში, ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტვერის რაიონში. აგებულია 1696-1702 წლებში.
მოსკოვის პიმენ დიდის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°46′43″ ჩ. გ. 37°36′16″ ა. გ. / 55.77861° ჩ. გ. 37.60444° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | რუსული ბაროკო |
თარიღდება | 1696-1702 |
ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია წმინდა სამების სახელზე. ეგვტერები - პიმენ დიდისა და ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებათავდაპირველად მოსკოველი კარიბჭის მცველების დასახლება განლაგებული იყო კრემლთან. მათი დასახლება ვოროტნიკი მდებარეობდა დღევანდელი ტვერის ქუჩის ადგილზე. კარიბჭის მცველების მფარველის პიმენ დიდის ტაძრის პატივისცემის ნიშნად მეზობელ ქუჩებს ეწოდათ ვოროტნიკოვისა და სტაროპიმენის სახელი.
მოსკოვის ცენტრი თანდათანობით იზრდებოდა, რის გამოც XVII საუკუნის შუა წლებში (დაახლოებით 1658 წელს) მოსკოველი კარიბჭის მცველები გადასახლდნენ გარეუბანში მდებარე სოფელ სუშჩიოვოში. აქ მათ დააარსეს ვოროტნიკოვის სლობოდა. სავარაუდოდ 1672 წელს ააგეს ახალი ეკლესია წმინდა პიმენის სახელზე, მთავარი სამების საკურთხევლით, რომელიც ზუსტად იმეორებდა ძველ ტაძარს. კარიბჭის მცველების დასახლების სამახსოვროდ ადგილს ეწოდა ნოვოვოროტნიკოვის შესახვევი.
1691 წელს ხის ეკლესია დაიწვა. 1696-1702 წლებში პატრირქ ადრიანეს ლოცვა კურთხევით ააგეს ახალი ქვის ტაძარი. 1825 წელს ეკლესიას გალავანი შემოავლეს, რომელიც ჩვენს ეპოქამდეა შემონახული.
1796-1807 წლებში ააშენეს ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკურთხეველი. ლეგენდის თანახმად ამ ადგილზე პატარა უსინათლო ბიჭი თამაშობდა და ხელში რაღაც ნივთი ეკავა. ამ დროს მას ქვიშა და მტვერი შეეყარა სახეში, ყმაწვილმა ცალი ხელით მოიწმინდა თვალები და მყისერად დაინახა. პირველი რაც მან დაინახა იყო პატარა, ქვაზე გამოსახული ხატი, რომელიც მას ხელში ეკავა, ეს იყო ვლადიმირის ღვთსმშობლის ხატი. ეს პატარა ქვის ხატი დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა წმინდა პიმენის ეკლესიაში.
1870 წელს არქიტექტორ კონსტანტინე ბიკოვსკის პროექტის მიხედვით განაახლეს ფასადი და სამრეკლო.
საბჭოთა პერიოდში ეკლესია არ დახურულა. 1922 წლის აპრილში ეკლესიიდან გაიტაცეს 12 ფუთი საეკლესიო ფასეულობა. 1927-1932 წლებში ეკლესიის ქოროს დირიჟორი იყო ბერი პლატონი - მომავალი პატრიარქი პიმენი.
1936 წელს ტაძარი ობნოვლენცების ძირითადი ცენტრი გახდა, რომლის ხელმძღვანელიც მიტროპოლიტი ალექსანდრე ვვედენსკი იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ თვენახევარში ეკლესია დაუბრუნდა მოსკოვის საპატრიარქოს. ალექსი I-მა 1946 წლის ბოლოს აღავლინა ღვთისმსახურება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Голубцов С. А., протодиакон. Храм преподобного Пимена Великого в Москве. — М.: Изд-во Православного братства Споручницы грешных, 1997. — 159 с.
- Денисов М. Е. Церковь преподобного Пимена Великого в Новых Воротниках в годы гонений (1917—1937 гг.). — М., 2014. — 192 с.