მოსკოვის ორმოცი სებასტიელი მოწამის ეკლესია
მოსკოვის ორმოცი სებასტიელი მოწამის ეკლესია (რუს. Церковь Сорока Мучеников Севастийских) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტაგანის რაიონში, მისამართზე დინამოს ქუჩა სახლი 28. ეკლესიას აქვს რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი[1].
მოსკოვის ორმოცი სებასტიელი მოწამის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°43′54″ ჩ. გ. 37°39′31″ ა. გ. / 55.73167° ჩ. გ. 37.65861° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVI საუკუნე |
ტაძარი აგებულია 1644-1645 წლებში. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელზე. ეგვტერები კი პეტრე და პავლე მოციქულებისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებასავარაუდოდ ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ეკლესიის ადგილზე მდგარა ხის ეკლესია. 1644-1645 წლებში იგი შეცვალა ქვის ნაგებობამ. ეკლესია რამდენჯერმე გადააკეთეს. ამჟამად ეკლესია არის აფსიდიანი, რომელსაც ებმის სატრაპეზო ორი საკურთხევლით, რომელიც იყო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე. სატრაპეზო უკავშირდებოდა გასასვლელს, რომელზეც დაშენებული იყო სამრეკლო. დაბალი ორსვეტიანი ოთხკუთხა ნაგებობა და ნახევარწრიული აფსიდი შემონახულია, მაგრამ დეკორაცია მთლიანად განადგურებულია. სატრაპეზო სავარაუდოდ ააგეს 1698 წელს, XIX საუკუნეში კი ორჯერ მოხდა მისი გადაკეთება. პირველად ქველმოქმედი ვაჭრის პ. მასლოვის ფინანსებით, სამუშაოები მიმდინარეობდა 1831-1838 წლებში. მეორედ სატრაპეზო გადააკეთეს 1878 წელს არქიტექტორ პეტრე კამპიონის პროექტის მიხედვით და ფ. სტრიჟენოვის ფინანსებით. ამავე პერიოდით თარიღდება ეკლესიის ნახევარსფერული გადახურვა და ასევე ფასადების დეკორი, რომელიც შესრულებულია ეკლექტიკის სულისკვეთებით. სატრაპეზოს კუთხის ფასადებზე შესრულებულია პილასტრები, რომელიც დაშორებულის სწორი კედლებით. კუთხის ფასადების ცენტრალური ნაწილი შევსებულია მცირე ატიკით.
1801 წელს ააგეს ორიარუსიანი სამრეკლო, რომელიც ამპირის სტილში იყო შესრულებული. ქვედა იარუსი წყვილი პილასტრით იყო მორთული. სამრეკლო და სატრაპეზო დაკავშირებულია მოკლე გასასვლელით. ეკლესიას გარს არტყავს გალავანი, რომელის შესრულებულია XIX საუკუნეში.
1932 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა. სამრეკლო სანახევროდ დაანგრიეს. 1993 წელს ეკლესია გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, რის შემდეგაც წარიმართა სარესტავრაციო სამუშაოები და აღადგინეს სამრეკლო.
ლიტერატურა
რედაქტირება- Москва: Энциклопедия / Глав. ред. С. О. Шмидт; Сост.: М. И. Андреев, В. М. Карев. — М. : Большая российская энциклопедия, 1997. — 976 с. — 100 000 экз. — ISBN 5-85270-277-3.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- История церкви на официальном сайте. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-27. ციტირების თარიღი: 2015-05-26.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Церковь Сорока мучеников в Новоспасской монастырской слободе, 1645 г. Колокольня, 1801 г.. Департамент культурного наследия города Москвы. ციტირების თარიღი: 2017-05-16.[მკვდარი ბმული]