მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ხამოვნიკი)

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ხამოვნიკის რაიონში, მეტროსადგურ „კულტურის პარკის“ ახლოს ფრუნზეს სანაპიროზე.

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ხამოვნიკი) — რუსეთი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ხამოვნიკი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°43′55″ ჩ. გ. 37°35′29″ ა. გ. / 55.73194° ჩ. გ. 37.59139° ა. გ. / 55.73194; 37.59139
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710407000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

ეკლესია აგებულია 1679-1682 წლებში. ტაძარი არის მოსკოვის არქიტექტურული ძეგლი. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ტაძართან მოქმედებს საკვირაო სკოლა და მართლმადიდებლური ეკლესია.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ხის ეკლესიის შესახებ პირველი ცნობები ჩნდება 1625 წელს, ხოლო 1657 წლისათვის ის უკვე ქვისა იყო, 1677 წელს კი ეკლესიას უკვე მოიხსენიებენ წმინდა ნიკოლოზის სახელწოდებით.

ამჟამად არსებული ეკლესიას საფუძველი ჩაუყარეს 1679 წელს მეფე თედორე III-ის დროს, ხოლო ტაძრის კურთხევა შედგა 1682 წლის 25 ივნისს. ერთნავიანი სატრაპეზო, ეგვტერები და სამრეკლო ააშენეს მოგვიანებით.

1812 წელს საფრანგეთ-რუსეთის ომის დროს ეკლესიის ინტერიერი ნაწილობრივ განადგურდა, მაგრამ აღადგინეს 1849 წელს. 1845 წელს ეკლესიის კედლები მოხატეს. XIX საუკუნის დასასრულს შემოავლეს გალავანი და დაუყენეს ჭიშკარი.

ტაძარი გაარემონტეს 1896, 1949 და 1972 წლებში. ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებას არ დაუხურავს და ყოველთვის მოქმედი იყო. 1912 წლიდან 1960 წლამდე ტაძარში შეუნაცვლებლად მსახურობდა ღვთისმეტყველების კანდიდატი პავლე ლეპიოხინი (1880-1960 წწ.)

1992 წელს ეკლესიის სამრეკლოზე დაკიდეს ზარები, რომელთა საერთო მასაც 108 ფუტი იყო.

2008 წელს ხამოვნიკის რაიონში მდებარე ტაძარმა აღნიშნა ტაძარში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის გადატანის 160 წლისთავი.

ტაძრის ცნობილი მრევლი იყო ლევ ტოლსტოი, რომელიც ახლოს ცხოვრობდა ეკლესიასთან.

2018 წლის 5 თებერვლიდან ტაძრის წინამძღვარია ანდრეი ოვჩინიკოვი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება