მოსკოვის მოწყალე მაცხოვრის ეკლესია

მოსკოვის მოწყალე მაცხოვრის ეკლესია (რუს. Церковь Спаса Всемилостивого) — მართლმადიდებლური სამრევლო ეკლესია მოსკოვში. ასევე ცნობილია უფლის პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელი ჯვარის შემოყვანების ეკლესიის სახელით. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთი ადმინისტრაციული ოლქის ვეშნიაკის რაიონში. ეკლესიას აქვს რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი და წარმოადგენს კუსკოვოს არქიტექტურული ანსამბლის ნაწილს.

მოსკოვის მოწყალე მაცხოვრის ეკლესია
მოსკოვის მოწყალე მაცხოვრის ეკლესია — რუსეთი
მოსკოვის მოწყალე მაცხოვრის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′05″ ჩ. გ. 37°48′30″ ა. გ. / 55.73472° ჩ. გ. 37.80833° ა. გ. / 55.73472; 37.80833
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710966017
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება XVII საუკუნე

ტაძარი აგებულია 1737-1739 წლებში. მთავარი და ერთადერთი საკურთხეველი ნაკურთხია უფლის პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელი ჯვარის შემოყვანების სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორიულ წყაროებში კუსკოვო პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში და უკვე როგორც შერემეტიევების საგვარეულოს სამფლობელო. შერემეტიევების საგვარეულო იყო რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საგვარეულო. ხის სამრევლო ეკლესია კი ცნობილია 1624 წლიდან, ასევე აქ ააშენეს თავადთა სახლი და ციხესიმაგრის ხალხის ციხესიმაგრე. დაახლოებით ამავე პერიოდში, 1646 წელს ფიოდორ ივანეს ძე შერემეტიევმა მეზობელ სოფელში ვეშნიაკოვოში ააგო ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.

1697-1699 წლებში ბორის პეტრეს ძე შერემეტიევმა პეტრე I-ის დიპლომატიურ მოღვაწე ივანე პაშკოვსკისთან ერთად, მოაწყო მოგზაურობა დასავლეთ ევროპაში. გადმოცემის თანახმად, რომის პაპმა მას აჩუქა ოქროს ჯვარი, რომელშიც შენახული იყო უფლის ჯვრის ნაწილები. ეს სიწმინდე გავავიდა მისი შვილის პეტრე ბორისის ძე შერემეტიევის ხელში.

პეტრე ბორისის ძემ, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრრეობით მიიღო კუსკოვოს მამული, მიიღო გადაწყვეტილება იგი მდიდრულად შეემკო. მშენებლობა დაიწყო 1737 წელს და დასრულდა 1739 წელს. ეკლესიის მთავარი და ერთადერთი საკურთხეველი ნაკურთხია უფლის პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელი ჯვარის შემოყვანების სახელზე.

დროთა განმავლობაში ეკლესია არ გადაუკეთებიათ და დღევანდელ დღემდე მოაღწია თავისი პირვენდელი სახით. იგი ითვლება მოსკოვის არქიტექტურული ძეგლების იშვიათ სახეობად, რომელიც აგებულია ანასეული ბაროკოს სტილში. ეს სტილი რუსეთში დამკვიდრდა ანა იოანეს ასულის მმართველობის პერიოდში.

1919 წელს კუსკოვოს მამულმა მიიღო სახელმწიფო მუზეუმის სტატუსი. ეკლესიის შენობა გადააკეთეს სამუზეუმო ნაგებობად.

მოწყალე მაცხოვრის ეკლესია აღადგინეს და ხელახლა აკურთხეს 1991 წელს. 2010 წელს დაიწყო დაცული ტერიტორიის - XVIII საუკუნის არქიტექტურის ძეგლის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება