მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (ოვჩინიკოვო)

მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (რუს. Храм Архангела Михаила в Тропарё) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ზამოსკვორეჩიეს რაიონში. აქვს ფედერალური მნიშვნელობის არქტექტურის ძეგლის სტატუსი[1]. მდებარეობს მისამართზე შუა ოვჩინიკოვის შესახვევი, № 7. წინამძღვარია - დეკანოზი სერგეი სელეზნიოვი[2].

მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი
მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (ოვჩინიკოვო) — რუსეთი
მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (ოვჩინიკოვო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′40″ ჩ. გ. 37°37′58″ ა. გ. / 55.74444° ჩ. გ. 37.63278° ა. გ. / 55.74444; 37.63278
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7735861000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის კვართის სახელზე, ხოლო ეგვტერები მიქაელ მთავარანგელოზისა და მღვდელმოწამე ხარლამპის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ტაძარი ააგეს XVII საუკუნის პირველ ნახევარში მოსკოვის ოვჩინოს სლობოდაში. მთავარი საკურთხველი აკურთხეს ღვთისმშობლის კვართის სახელზე. თავდაპირველად მცირე კუბის ფორმის შენობა სრულდებოდა სამნაწილიანი აფსიდით, რომელიც თავის მხრივ სრულდებოდა სამი თავით, რომელზეც დაყენებული იყო პირამიდული კოკოშკინები. ტაძარი არაერთხელ გადააკეთეს. XVII საუკუნის მეორე ნახევარში გააფართოეს სატრაპეზო, ხოლო სამხრეთიდან მიაშენეს მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეგვტერი. დაახლოებით 1700 წელს სატრაპეზო კიდევ ერთხელ გააფართოვეს და ააგეს ტაძრის სამრეკლო. სწორედ ამავე წელს აფსიდის ფანჯრებზე გაუკეთეს თამასები. XVIII საუკუნის ბოლოს ტაძრის სახურავი შეცვალეს ოთხფერდა სახურავით, რის შედეგადაც დაიკარგა კოკოშკინები და კუთხის ეგვტერები.

1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა. 1955-1961 წლებში ტაძრის სიახლოვეს ააგეს ადმინისტრაციული შენობები და ეკლესიის ტერიტორია საკმაოდ შეავიწროეს[3]. 1950-1970-იან წლებში ეკლესიაში მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები. 1997 წელს ტაძარი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, აღდგა ღვთისმსახურებაც.

ტაძრის ძველი ხატებია „ყველაწმინდის შაბათი“ (1642 წ.) და ვლადიმირის ღვთისმშობელი (1652 წ. სიმონ უშაკოვი). აღნიშნული ხატები ინხება ტრეტიაკოვის გალერეაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Паламарчук П. Г. Москва в границах Садового кольца // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астрель, 2004. — Т. 2. — 744 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Храм Михаила Архангела в Овчинниках. reestr.answerpro.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-21. ციტირების თარიღი: 2012-05-13.
  2. Празднование 10-летия возобновления богослужебной жизни в храме Архангела Михаила в Овчинниках. Официальный сайт Московского Патриархата (24 ноября 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-06. ციტირების თარიღი: 2012-05-13.
  3. Романюк С. К. Из истории московских переулков. — Московский рабочий, 1988. — С. 275—276. — ISBN 5-239-00018-2.