მოსკოვის მირონ მეუდაბნოეს ტაძარი

მოსკოვის მირონ მეუდაბნოეს ტაძარი (რუს. Храм Марона Пустынника) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის იაკიმინკის რაიონში. ცნობილია, რომ ამ ადგილზე 1885 წელს გაიხსნა მოსკოვში პირველი საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

მოსკოვის მირონ მეუდაბნოეს ტაძარი
მოსკოვის მირონ მეუდაბნოეს ტაძარი — რუსეთი
მოსკოვის მირონ მეუდაბნოეს ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′07″ ჩ. გ. 37°36′43″ ა. გ. / 55.73528° ჩ. გ. 37.61194° ა. გ. / 55.73528; 37.61194
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7734947000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე
დეტალები
გუმბათი 1

ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია მირონ მეუდაბნოეს სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

მოსკოვის მირონ მეუდაბნოეს ტაძარი პირველად მოიხსენიება 1642 წლის დოკუმენტში. აღნიშნული დოკუმენტი შედგენილია მიხეილ I რომანოვის მეფობის პერიოდში. პატრიარქ იოსების მიხედვით ეს ეკლესია ცნობილია როგორც ხარების ტაძარი.

1730 წლის 12 ივნისს იმპერატორ ანა ივანეს ასულის ბრძანებით დაიწყო თბილი ქვის ეკლესიის მშენებლობა ხარების სახელზე, ხოლო ეგვტერი უნდა ყოფილიყო მირონ მეუდაბნოეს სახელზე.

1731-1747 წლები მიმდინარეობდა „უმაღლესი ბრძანების“ აღსრულება, რის შედეგადაც ააგეს ორსაკურთხევლიანი ეკლესია სამრეკლოსთან ერთად. 1812 წლის რუსეთ-საფრანგეთის ომის პერიოდში ეკლესია ძლიერ დაზარალდა, ტაძარი წაბილწეს და გარკვეული დროის განმავლობაში ტაძარში ღვთისმსახურება აღარ მიმდინარეობდა.

1931 წელს ვაჭართა ოჯახ ლეპეშკინების ფინანსებით აღადგინეს ტაძარი და მიაშენეს ახალი ორსაკურთხევლიანი სატრაპეზო.

სრული ტაძრის კურთხევა შედგა 1844 წლის 29 ოქტომბერს. კურთხევის ცერემონიას უძღვებოდა მოსკოვის პატრიარქი ფილარეტი (დროზდოვი).

ტაძარში არის მოსკოვში ერთ-ერთი საუკეთესო სამრეკლო, რომლის ზარებიც დამზადებულია ცნობილი მოსკოველი ოსტატის კონსტანტინე კონსტანტინეს ძე სარაჯევის მიერ[1]. მისი ზარების ხმის მოსასმენად არაერთი ცნობილი რუსი მუსიკოსი შეკრებილა მასთან.

საბჭოთა ხელისუფლებამ 1930-იან წლებში ტაძარი დახურა. 1990-იან წლებამდე ეკლესია ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში იყო. მორღვეული იყო ღობე, ტაძრის კედელში ავტოფარეხისათვის კარი გამოჭრეს, დაადგეს მილები, ეკლესიაში განათავსეს მანქანების სახელოსნო, მოანგრიეს სამრეკლო.

ამ მდგომარეობაში 1992 წელს ტაძარი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს.

1993 წლიდან მიმდინარეობს აქტიური სარესტავრაციო სამუშაოები, რომელსაც ხელმძღვანელობს წინამძღვარი, მამა ალექსანდრე მარჩენკოვი.

2001 წელს ტაძარი გახდა მოსკოვში მიმდინარე კონკურსის გამარჯვებული, რომელიც არქიტექტურის ძეგლების საუკეთესო რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მქონე ტაძრებს ავლენდა[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Московский звонарь — //в кн. — Цветаева А. Моя Сибирь — М.: Сов. Писатель, 1988, 288 с. ISBN 5-265-01017-3
  2. Хронотоп XIII века — //Московское наследие, 2014, № 3 (33), с. 17