მოსკოვის კოზმას და დამიანეს ეკლესია (სტარი-პანი)

მოსკოვის კოზმას და დამიანეს ეკლესია (რუს. Церковь Космы и Дамиана) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVI საუკუნეში ბოლოს. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტვერის რაიონში, კიტაი-გოროდში.

მოსკოვის კოზმას და დამიანეს ეკლესია
მოსკოვის კოზმას და დამიანეს ეკლესია (სტარი-პანი) — რუსეთი
მოსკოვის კოზმას და დამიანეს ეკლესია (სტარი-პანი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′22″ ჩ. გ. 37°37′34″ ა. გ. / 55.75611° ჩ. გ. 37.62611° ა. გ. / 55.75611; 37.62611
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710823000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1564
დეტალები
გუმბათი 2

ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია კოზმა და დამიანეს სახელზე, ხოლო ეგვტერი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

XVI-XVII საუკუნეებში აქ იყო ადგილი სახელად „სტარიე-პანი“, სადაც მდებარეობდა პოლონელი თავადის სასახლე, პოლონეთის სავაჭრო და დიპლომატიური წარმომადგენლობა მოსკოვში. იმის შესახებ, რომ აქ პოლონელები ცხოვრობდნენ ცნობები მოგვეპოვება ჯერ კიდევ 1508 წელს. მოსახლეობა ხშირად ამ ადგილს „პანის“ სახელით მოიხსენიებდა. ეკლესიის ახლოს კი მდებარეობდა პოლონური დასახლება, სადაც ცხოვრობდნენ პატრიარქის მგალობლები, ამის შედეგად სახელწოვებას დაემატა წინსართი და ეწოდა „მგალობელთა დასახლება“, ან „ძველი მგალობლები“.

ხის ეკლესია მოზმასა და დამიანეს სახელზე ააგეს 1462 წელს. 1564 წელს იგი დაიწვა და მის ადგილზე ააგეს ახალი ქვის ეკლესია. ეს იყო ორსვეტოვანი კვადრატული ნაგებობა, ხუთი გუმბათით. ლეგენდის თანახმად ამ ეკლესიაში ივანე მრისხანემ დაიწერა ჯვარი თავის მეექვე ცოლ ვასილისა მელენტიევნასთან.

1640 წელს კოზმასა და დამიანეს ეკლესიას ჩრდილოეთიდან მიაშენს ღვთისმშობლის მიძინების ეგვტერი, რის გამოც ეკლესიამ მიიღო მეორე სახელწოდება ღვთისშმობლის მიძინების ეკლესია.

1803 წელს შენობა გადააკეთეს კლასიციზმის სტილში, ასე მიიღეს ახალი სატრაპეზო და სამრეკლო.

მისი ძველი ნაწილია კოზმასი და დამიანეს ტაძარი, რომლის მიხედვითაც რევოლუციამდე სტარო-პანის შესახვევს ერქვა კოზმოდამიანოვსკის სახელი.

1890-იან წლებში არქიტექტორმა ანდრე სტრატილატოვმა ეკლესიის ქუჩაზე, ტაძრის დაკვეთით ააშენა საშემოსავლო სახლი, სადაც გარდა ბინებისა, განათავსეს მაღაზიები და საეკლესიო ბიბლიოთეკა. 1911-1912 წლებში საშემოსავლი სახლი გადააკეთა პავლე ვისნევსკიმ.

1926-1927 წლებში ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი დიმიტრი სუხოვი[1]. „პრომბანკის“ მშენებლობის დროს დაანგრიეს ეკლესიის სამრეკლო. მალევე დახურეს ტაძარი, 1931 წელს მოხსნეს აფსიდი, ჩამოხსნეს კარი. არქიტექტორ სუხოვის ნამუშევარი მთლიანად გაანადგურეს.

ნახევრადდანგრეულ შენობაში განათავსეს სხვავასხვა განყოფილებები: საგზაო მოძრაობის რეგულირების განყოფილება, საი და მოგვიანებით კომერციული ფირმები.

1995 წელს ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლადიდებელ ეკლესიას. 2000-2001 წლებში ეკლესიის ჩრდილოეთი ნაწილი აღადგინეს არქიტექტორებმა ბ. ლევიანტომ და ვ. პავლოვმა[2].

ეკლესიაში ამჟამად მიმდინარეობს რეგულარული ღვთისმსახურება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Паламарчук П. Г. — Сорок сороков. Т. 2: Москва в границах Садового кольца. М., 2004, 744 с, 16 л. ил. (ISBN: 5-7119-0013-7 (т.2))(ISBN: 5-212-00500-0)
  • Москва, которая есть / Сост. А. Алексеев. — М.: Департамент культурного наследия г. Москвы, 2013. — С. 178. — 238 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Москва: Архитектурный путеводитель / И. Л. Бусева-Давыдова, М. В. Нащокина, М. И. Астафьева-Длугач. — М.: Стройиздат, 1997. — С. 41. — 512 с. — ISBN 5-274-01624-3.
  2. Москва, которая есть / Сост. А. Алексеев. — М.: Департамент культурного наследия г. Москвы, 2013. — С. 10, 178. — 238 с.