მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი (ივანოვსკოე)

მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი (რუს. Храм Рождества Иоанна Предтечи) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთი ადმინისტრაციული ოლქის ივანოვსკოეს რაიონში.

მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი (ივანოვსკოე) — რუსეთი
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი (ივანოვსკოე)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°46′08″ ჩ. გ. 37°50′20″ ა. გ. / 55.76889° ჩ. გ. 37.83889° ა. გ. / 55.76889; 37.83889
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710813003
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XVII საუკუნე

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია იოანე ნათლისმცემლის შობის სახელზე, ხოლო ეგვტერები ბასილი დიდისა და წმინდა გიორგის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ხის ტაძარი ააშენეს სოფელ კოლიევეში (ასე ერქვა სოფელ ივანოვსკოეს ადრე) 1667 წელს. 1700 წელს ეკლესია მოითვლიდა 10 მრევლის ოჯახს. 1801 წელს ააგეს ქვის ეკლესია რუსული კლასიციზმის სტილში. XIX საუკუნის 80-იან წლებში სამრეკლოს ორ მხარეს მიაშენეს ნაგებობები.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეკლესიამ გააგრძელა მოქმედება, მასში გადაიტანეს დახურული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის გირეევოს ეკლესიის საკურთხეველი.

1926 წლისათვის ივანოვსკოეში ირიცხებოდა 1275 ადამიანი. კოლექტივიზაციის პერიოდში სოფელში ჩამოყალიბდა კოლმეურნეობა „Вперед“, მაგრამ სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუშაობდა რეუტოვისა და პეროვის ფაბრიკაში. ეკლესია გახდა სოფლიოს სასულიერო ცენტრი.

1989 წლიდან ტაძრის წინამძღვარი გახდა პეტრე ზახაროვი. 1991 წელს ტაძრის წინამძღვარი მიხაილ შევჩენკო გარდაიცვალა და დაკრძალეს ტაძრის საკურთხევლის კედელთან.

1990 წელს დაიწყო ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მისი მოედნის გაფართოების მიზნით. განახლებულ ტაძარს 1991 წლის 9 მარტს ესტუმრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II. პატრიარქის ლიტურგიას დაესწრო 200 ადამიანი.

2000 წელს ტაძარს მიაწერეს ზეციური სასწაულის ეკლესია. ასევე მიაწერეს წმინდა ლუკას სამლოცველო.

2013 წლის 7 ივლისს ტაძრის დღესასწაულზე საღვთო ლიტურგია აღავლინა პატრიარქმა კირილმა[1].

ტაძრის ტერიტორიაზე 1800-იანი წლებიდან მოქმედებს სასაფლაო. აქ დაკრძალულია წინამძღვარი თეოდორ კაზანსკი და მისი დედა მ. კაზანსკაია. გარდა ამისა, სასაფლაოზე დაკრძალულია ხუთი საეკლესიო მოღვაწე.

ტაძარში დაცულია რამდენიმე სიწმინდე. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ყოველთა მწუხარეთა სიხარული, იოანე ნათლისმცემლისა და ბასილი დიდის ხატები მათი წმინდა ნაწილებით.


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება