მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია (რუს. Церковь Усекновения Главы Иоанна Предтечи) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთის ადმინისტრაციული ოლქის ნაგატინსკის-ზატონის რაიონში, მუზეუმ-ნაკრძალ კოლოენსკოეს ტერიტორიაზე, ყოფილ სოფელ დიაკოვოში, მდინარე მოსკოვის მარჯვენა სანაპიროზე, იქ სადაც XVI საუკუნეში მდებარეობდა მეფის რეზიდენცია.
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°40′00″ ჩ. გ. 37°40′00″ ა. გ. / 55.66667° ჩ. გ. 37.66667° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | კ. ორდენოვი |
თარიღდება | XVI საუკუნე |
ტაძარი მიეკუთვნებდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
არქიტექტურა
რედაქტირებატაძარი არის ხუთი რვაკუთხა, იზოლირებული სვეტების სიმეტრიული ჯგუფი, დამოუკიდებელი შესასვლელებით და საკურთხევლით. ცენტრალური სვეტი დანარჩენებზე ორჯერ დიდია. ტაძრის საკურთხევლები ნაკურთხია ანა წინასწარმეტყველის, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის, თორმეტი მოციქულისა და მოსკოველი წმინდანების პეტრეს, ალექსისა და იონას სახელზე.
ეკლესიას გააჩნია დიდი წრიული ფანჯრები, რომლებიც ორიენტირებულია სინათლის მხარეზე.
დათარიღება
რედაქტირებარუსმა ხელოვნებათმცოდნეებმა მოსკოვში ეჟენ ვიოლე-ლე-დიუკის ჩამოსვლის შემდეგ დაძაბული ყურადღება დაუთმეს ეკლესიებს.
ფიოდორ რიხტერმა XIX საუკუნეში მიმდინარე ტაძრის რესტავრაციის დროს ყურადღება გაამახვილა წარწერაზე, რომელიც ეკლესიის მშენებლობას 1530 წლით ათარიღებს. მთავარი საკურთხევლის იოანე ნათლისმცემლის სახელზე კურთხევას მეცნიერები უკავშირებენ ვასილი III-ის განზრახვას, მის მემკვიდრეს უწოდოს სახელი ივანე.
1534 და 1535 წლების საფლავის ქვები გამოიყენეს ტაძრის მშენებლობისას, რაც მიგვანიშნებს, რომ ტაძარი 1535 წლამდეა აგებული.
XX საუკუნე
რედაქტირება1924-1949 წლებში ეკლესია საბჭოთა ხელისუფლების მიერ დახურული იყო, ხოლო 1949-1957წლებში მასში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა. შემდეგ წლებში არქიტექტურის ეს გამორჩეული ნიმუში მიტოვებული გახდა. სოფელი დიაკოვო 1960 წელს გახდა მოსკოვის ნაწილი და 1980-იან წლებში პრაქტიკულად შეწყვიტა თავისი არსებობა. ეკლესიის ახლოს მდებარე სასაფლაო დაიხურა 1971 წელს, ხოლო 1980 წელს მოხდა ლიკვიდაცია. ეკლესია ხელახლა აკურთხეს 1992 წელს, ამჟამად მიმდინარეობს რეგულარული ღვთისმსახურება. მცირე ხნის წინ დასრულდა ტაძრის რესტავრაცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Памятники архитектуры Москвы. Окрестности старой Москвы (Юго-восточная и южная части территории от Камер-Коллежского вала до нынешней границы города) / Под ред. А. И. Комеч. — М.: Искусство — XXI век, 2007. — С. 224—225. — 360 с. — ISBN 978-5-98051-041-1.