მოსკოვის დიდმოწამე ირინეს ტაძარი (პოკროვსკოე)

მოსკოვის დიდმოწამე ირინეს ტაძარი (რუს. Храм Великомученицы Ирины) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ბასმანის რაიონში. ფრიდრიხ ენგელსის ქუჩა № 38-ში[1]. აქვს საპატრიარქო მეტოქის სტატუსი.

მოსკოვის დიდმოწამე ირინეს ტაძარი
მოსკოვის დიდმოწამე ირინეს ტაძარი (პოკროვსკოე) — რუსეთი
მოსკოვის დიდმოწამე ირინეს ტაძარი (პოკროვსკოე)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°46′30″ ჩ. გ. 37°41′16″ ა. გ. / 55.77500° ჩ. გ. 37.68778° ა. გ. / 55.77500; 37.68778
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი, მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7737653000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XVIII საუკუნე

მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია დიდმოწამე ირინეს სახელზე, ხოლო ეგვტერები წმინდა ეკატერინესა და სამების სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

დიდმოწამე ირინეს ტაძარი პოკროვსკოეში განლაგებულია მდინარე იაუზის ნაპირზე მდებარე ბორცვზე. XVII საუკუნეში სფელი პოკროვსკოე მიეკუთვნებოდა ე. წ. „სასახლის სოფლების“ რიგს. მისი მაცხოვრებლები იღებდნენ შეკვეთებს და დაკავშირებულნი იყვნენ კრემლის სასახლესთან. სოფელმა თავისი სახელწოდება მიიღო ღვთისმშობლის კვართის (რუს. Покров) მიხედვით, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა რომანოვების დინასტიის პირველმა მეფემ მიხეილ თევდორეს ძემ.

1635 წელს სოფელ პოკროვსკოეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარში აკურთხეს დიდმოწამე ირინეს სახელობის ეგვტერი, მეფი ასულის, ირინა მიხეილის ასულის დაბადების აღსანიშნავად. 1763 წელს ტაძარი დაიწვა ხანძრის შედეგად. მრევლმა ახალი ეკლესიის აშენების უფლება მიიღო. 1790-1800 წლებში ხის ეკლესიასთან ერთად ააგეს დიდი ქვის ტაძარი, რომლის მთავარი საკურთხეველიც სამების სახელზე იყო ნაკურთხი, ხოლო ეგვტერები დიდმოწამეების ირინასა და ეკატერინეს სახელზე. მიუხედავად მთავარი საკურთხევლისა ეკლესიას მოსახლეობა დიდმოწამე ირინეს ტაძარს ეძახდა, ასევე აღნიშნული სახელი მიიღო ქუჩამ, რომელზეც მდებარეობდა ტაძარი.

1890-იან წლებში ეკლესია გადააკეთეს (არქიტექტორი პ. ზარუდნი).

1927 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა. ტაძრის წინამძღვარი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ეკლესიის შენობა ხელიდან ხელში გადადიოდა. სხვადასხვა დროს შენობაში განთავსებული იყო: ვოროშილოვის მსროლელთა ტირი, ქარხანა, სასურსათო ბაზა.

1992 წელს დიდმოწამე ირინეს სახელობის ტაძარი დაუბრუნეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. მასში პარალელურად მიმდინარეობდა ღვთისმსახურებაც და სარემონტო სამუშაოებიც.

2013 წლის 10 ოქტომბერს ტაძარში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილეს კურთხევით გაიხსნა საპატრიარქო მეტოქი. ამავე დღიდან ტაძრის წინამძღვარია მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (დროზდოვი)[2].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Паламарчук П. Г. Москва в границах 1917 года // Сорок сороков. Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астрель, 2004. — Т. 3. — С. 223—224. — 696 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-X.
  1. Контакты. ციტირების თარიღი: 2018-03-19.
  2. Указ архиепископу Витебскому и Оршанскому Димитрию (Дроздову) № У-01/467 от 10 октября 2013 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-03. ციტირების თარიღი: 2018-04-21.