მოსკოვის ბორისისა და გლების ტაძარი (დეგუნინო)

მოსკოვის ბორისისა და გლების ტაძარი (რუს. Храм Бориса и Глеба) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილოეთის ადმინისტრაციული ოლქის დასავლეთ დეგუნინოს რაიონში.

მოსკოვის ბორისისა და გლების ტაძარი
მოსკოვის ბორისისა და გლების ტაძარი (დეგუნინო) — რუსეთი
მოსკოვის ბორისისა და გლების ტაძარი (დეგუნინო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°52′00″ ჩ. გ. 37°32′03″ ა. გ. / 55.86667° ჩ. გ. 37.53417° ა. გ. / 55.86667; 37.53417
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710192000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვლადისლავ გრუძინი
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება XVI საუკუნე

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ბოსისისა აკურთხეს და გლების სახელზე, ხოლო ეგვტერები ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორიულ დოკუმენტებში ბორისისა და გლების ტაძარი სოფელ დეგუნინოში პირველად მოიხსენიება 1585 წელს, პოლონურ-ლივონიური ჯარების მიერ სოფლის განადგურებასთან დაკავშირებით, მაგრამ თავად დასახლება სოფლად ითვლება უკვე 1339 წლიდან. ტაძრის განადგურებასთან დაკავშირებით XVII საუკუნეში დეგუნინო მოიხსენიება როგორც სოფელი. 1633 წელს დამწვარი ეკლესიის ადგილზე ააგეს ახალი, ისევ ხის ტაძარი, რომლის ეგვტერიც აკურთხეს იოანე ღვთისმეტყველის სახელზე. 1676 წლის დოკუმენტებში ეკლესია მოიხსენიება, როგორც წმინდა მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის სახელობისა, რომელსაც აქვს ბორისისა და გლების სახელობის ეგვტერი[1].

პეტრე ალექსის ძის მეფოსბის დასაწყისში დეგუნინო და მისი ტაძარი პატრიარქ ადრინეს ბრძანებით მიაწერეს მოსკოვის ალექსეევკის მონასტერს. 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის შედეგად ტაძარი არ დაზიანებულა, მაგრამ 1820 წლის დოკუმენტებში უკვე მოიხსენიება, როგორც ერთსაკურთხევლიანი. თუ რატომ გადააკეთეს ეკლესია ერთსაკურთხევლიანად ამის შესახებ სანდო წყაროები არ არსებობს. 1847-1850 წლების დოკუმენტებში კვლავ მოიხსენიება, როგორც ერთსაკურთხევლიანი, ხის, მაგრამ ქვის საფუძველზე აგებული. მას ასევე ჰქონდა სამრეკლოც.

ნიკოლაევსკის რკინიგზის მშენებლობის პერიოდში საეკლესიო მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ გამოიყენა, ხოლო ტაძარმა მიიღო კომპენსაცია. 1863 წელს ითხოვეს ქვის ეკლესიის აგების უფლება, რაზეც 1863 წლის 12 ნოემბერს მიტროპოლიტი ფილარეტისაგან მიიღეს თანხმობა. ტაძარი ააშენეს კომპენსაციის თანხით და შემოწირულობებით. მშენებლობა დასრულდა 1866 წელს და ამავე წელს საკურთხეველი აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელზე.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია მოქმევებდა 1930 წლამდე, რის შემდეგაც ღვთისმსახურება შეწყდა. ტაძარი ოფიციალურად დახურეს 1941 წელს და შენობა ამბულატორიად გადააკეთეს[2]. 1960-იან წლებში ეკლესია გადააკეთეს ინვალიდების არტელად.

ტაძრის აღდგენა დაიწყო 1991 წელს, როდესაც მისი შენობა გადაეცა მართლმადიდებელ თემს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Паламарчук П. Г. Окраины Москвы. Инославие // Сорок сороков. Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — М.: Астрель, 2004. — Т. 3. — С. 50—56. — 696 с. — 7000 экз. — ISBN 5-17-026209-4.
  1. Холмогоров В., Холмогоров Г. Выпуск 4: Селецкая десятина // Исторические материалы о церквах и селах XVI—XVII ст. — М., 1885. — С. 64—66.
  2. Л. Р. Вайнтрауб, М. Б. Карпова, В. В. Скопин. Храмы северного округа. — М.: Старая Басманная, 1997. — С. 190—196, 199—202. — ISBN 5-8468-0052-1.