მოროპონის პროვინცია
მოროპონი — პროვინცია პერუში, პიურის რეგიონში. სამხრეთიდან ესაზღვრება ლამბაიეკეს რეგიონი. მოროპონის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჩულუკანასი. 2005 წლის აღწერის შედეგად პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 163 181 ადამიანს, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 42,7 ადამიანს. მოროპონის ფართობია 3 817,92 კმ². პროვინცია იყოფა 10 რაიონად. მოროპონის პროვინციის სტატუსი მიენიჭა 1857 წლის 2 იანვარს.