მოროზოვსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
მოროზოვსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ მოროზოვსკში, მოროზოვსკის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას[1].
მოროზოვსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოროზოვსკი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1902 |
ეკლესიის მისამართი: 347210, რუსეთი, როსტოვის ოლქი, ქ. მოროზოვსკი, პასტუხოვის ქუჩა, № 80[2].
ისტორია
რედაქტირებაგარე სურათები | |
---|---|
ეკლესია 2009 წელს | |
ეკლესიის ხედი მოედნიდან |
ღვთისმშობლის კვართის პირველი ეკლესია სტანიცა მოროზოვსკაიაში ააგეს 1902 წელს მრევლის შემოწირულობებით. იგი აკურთხეს 1903 წლის 15 თებერვალს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია მალევე დახურეს და შემდეგ სრულიად დაანგრიეს[3].
1984 წლის 19 სექტემბერს მოროზოვსკის რელიგიურმა საზოგადოებამ შეიძინა დაუსრულებელი სახლი სტანიცის მცხოვრებ ბორის ლიზენკოსაგან, რათა აეშენებინათ მოროზოვსკის საქლაქო აღმასკომის 1984 წლის 20 სექტემბრის № 211 გადაწყვეტილებით დანგრეული ტაძარი[4].
ეკლესიის მოწყობის შემდეგ ეზოში აშენდა კელიები, სამზარეულო და სამეურნეო შენობა. 1989 წლის 15 სექტემბერს როსტოვისა და ნოვოცერკასკის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა ეკლესია აკურთხა ღვთისმშობლის კვართის სახელზე[4]. მოგვიანებით ეკლესიასთან შეიქმნა საკვირაო სკოლა.
ეკლესიაში დაცულია შმდეგი სიწმინდეები: ნიკოლოზ პოპოვის ხატი მისი წმინდა ნაწილით, მატრონა მოსკოველის ხატი მისი წმინდა ნაწილით, ღვთისმშობლის კვართის ხატი[5].
1999 წლიდან ეკლესიის წინამძღვარია ალექსანდრე პოჩტოვი, ღვთისმეტყველების კანდიდატი[6], რომელიც გულმოდგინე მოღვაწეობისათვის დაჯილდოებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მედლით „1812 წლის სამამულო ომში გამარჯვების 200 წლისთავის აღსანიშნავად“[7].