მოროზოვსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მოროზოვსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Морозовский краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ მოროზოვსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 1994 წელს შენობაში, რომელიც აგებულია 1904 წელს.

მოროზოვსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
48°21′10″ ჩ. გ. 41°49′29″ ა. გ. / 48.35278° ჩ. გ. 41.82472° ა. გ. / 48.35278; 41.82472
დაარსდა 1994
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა როსტოვის ოლქი
ოფიციალური საიტი morozovsk-museum.ru
Map

მუზეუმის მისამართი: 347210, როსტოვის ოლქი, ქალაქი მოროზოვსკი, ლენინის ქუჩა № 155ბ.

მუნიციპალური საბიუჯეტო კულტურის განყოფილება „მოროზოვსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“ მდებარეობს ქალაქ მოროზოვსკის ცენტრში. მუზეუმის შენობა აგებულია XX საუკუნის დასაწყისში ყოფილ ხუტორ ლიუბიმოვში. თავდაპირველად შენობა იყო სავაჭრო ფარდული, რომელიც ეკუთვნოდა ვაჭარ სეკრეტევს, რომელიც ვაჭრობდა სასურსათო პროდუქტებით (მარილი, ფქვილი...) და ოქროს ნაკეთობებით. შენობაში იყო დიდი სარდაფი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შენობაში განათავსეს საკანცელარიო ნივთების მაღაზია.

მეორე მსოფლიო ომის წლებში, გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში, 1942 წლის 14 ივლისიდან 1943 წლის 4 იანვრამდე შენობაში განთავსებული იყო საწყობი. მომდევნო წლებში შენობაში ავეჯის მაღაზია ფუნქციონირებდა.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმისათვის შენობის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 1992 წელს. ორ წელიწადში მოაწყვეს მუზეუმი, ჩამოაყალიბეს მისი ექსპოზიცია. მოროზოვსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნის თარიღია 1994 წლის 19 ივნისი. მუზეუმის დიდ დარბაზებში წარმოდგენიილია ქალაქისა და რაიონის ისტორია, მათი მაცხოვრებლების ცხოვრება. აქ თავმოყრილია არქეოლოგიური ნივთები, რომელიც აღმოაჩინეს მოროზოვსკის რაიონის ტერიტორიაზე, შეკრებილია ისტორიული, კულტურული მასალები, ეროვნული ფოლკლორის გმირები. წარმოდგენილია რუსების, ყირგიზების, ყაზახების, თურქმენებისა და უზბეკების ხალხური ხელოვნების ნიმუშები. მუზეუმში შესაძლებელია თანამედროვე ყირგიზული ხალათი და უზბეკური ფიალები, რაიონში გავრცელებული ცხოველების ფიტულები, ატამანის ხელისუფლების სიმბოლოები, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენილია მოროზოვსკის რაიონის მცხოვრებთა ზოგიერთი კოლექცია.

მუზეუმის შენობის ფასადზე გამოსახულია ოთხი ბარელიეფი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება