მორდოვია არენა
მორდოვია არენა[1] (რუს. „Мордовия Арена“) — საფეხბურთო სტადიონი რუსეთში. მდებარეობს მორდვის რესპუბლიკის ქალაქ სარანსკში. სტადიონი უმასპინძლებს 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის 4 მატჩს. ის ასევე უმასპინძლებს საფეხბურთო კლუბ მორდოვია სარანსკის მატჩებს და ჩაანაცვლებს სტარტის სტადიონს. სტადიონი გათვლილია 44 442 მაყურებელზე[2].
მორდოვია არენის მშენებლობა სარანსკში | |
მდებარეობა | სარანსკი, რუსეთი |
---|---|
კოორდინატები | 54°10′58″ ჩ. გ. 45°12′05″ ა. გ. / 54.18278° ჩ. გ. 45.20139° ა. გ. |
აშენდა | 2010-2018 |
გაიხსნა | 2018 | (დაგეგმილი)
კონსტრუქციის ღირებულება | $ 300 მილიონი |
ტევადობა |
44 442 (მსოფლიო ჩემპიონატი) 28 000 (მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ) |
გუნდები | |
მორდოვია სარანსკი |
სტადიონის მახასიათებლები
რედაქტირებამორდოვია არენა ახალ მიკრორაიონ „იუბილეინი“-ში მდებარეობს. 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას სტადიონზე 44 442 მაყურებელი დაეტევა, ხოლო მისი დასრულების შემდეგ კი ტრიბუნების ნაწილის დემონტაჟი განხორციელდება რაც ტევადობას 28 000-მდე შეამცირებს. არენის გარე იერსახე ღია მზისფერი ნახევრადგამჭვირვალე დაკიდული პერფორირებული პანელებით იქნება გაფორმებული[3]..
მშენებლობა
რედაქტირება2010 წელს სტადიონის მშენებლობის დასაწყებად მდინარე ინსარის ჭალებში სამშენებლო მოედნის გაწმენდა დაიწყო. თავდაპირველად, სტადიონის მშენებლობის დასრულება 2012 წლისთვის, ხოლო გახსნის დამთხვევა კი მორდველი და რუსი ერების გაერთიანების 1000 წლისთავისა და 2012 წლის რუსეთის სპარტაკიადისთვის იგეგმებოდა. მოგვიანებით სტადიონის მშენებლობის დასრულების ვადამ 2017 წლამდე გადაიწია. მშენებლობას კომპანია „Спорт-Инжиниринг“ ასრულებდა, ხოლო მთლიანმა დანახარჯებმა 16,5 მილიარდი რუბლი შეადგინა[4].
2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი
რედაქტირებასტადიონი 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ოთხ მატჩს უმასპინძლებს. სატესტო მატჩის გამართვა 2018 წლის 21 აპრილს იგეგმება.[5]
თარიღი | დრო | გუნდი №1 | შედეგი | გუნდი №2 | ეტაპი | დასწრება |
---|---|---|---|---|---|---|
16 ივნისი, 2018 | 19:00 | პერუ | – | დანია | ჯგუფი C | |
19 ივნისი, 2018 | 15:00 | კოლუმბია | – | იაპონია | ჯგუფი H | |
25 ივნისი, 2018 | 21:00 | ირანი | – | პორტუგალია | ჯგუფი B | |
28 ივნისი, 2018 | 21:00 | პანამა | – | ტუნისი | ჯგუფი G |
ინტერნეტ-რესურსები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Новости — Министерство спорта Российской Федерации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-17. ციტირების თარიღი: 2018-03-15.
- ↑ Russia 2018 FIFA World Cup Artists Impressions
- ↑ "Мордовия Арена" будет яркого солнечного цвета. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-24. ციტირების თარიღი: 2018-03-15.
- ↑ Стоимость строительства стадиона в Саранске составит 16,5 млрд рублей. Sports.ru (19 декабря 2014).
- ↑ „Mordovia Arena set to host first test match in April ahead of 2018 FIFA World Cup“. TASS. 29 September 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 19 February 2018. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|dead-url=
(დახმარება)